შაბათი, 2024-05-18, 7:24 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია

სხვადასხვა [12]
სხვადასხვა
სპორტი [3]
სპორტი
პოლიტიკა [3]
პოლიტიკა
ეკონომიკა [3]
ეკონომიკა
ახალი ამბები [26]
ახალი ამბები
ეს საინტერესოა [31]
ეს საინტერესოა
იცოდით თუ არა რომ... [7]
იცოდით თუ არა რომ...

შესვლის ფორმა

მოგესალმები სტუმარი!

ძებნა

საიტის მეგობრები

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 120

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
PublisherPublisher
მთავარი » სტატიები » სხვადასხვა

დიმიტრი მენდელეევი
სახელგანთქმული რუსი ქიმიკოსი, პერიოდულობის სისტემის შემქმნელი დიმიტრი ივანოვიჩ მენდელეევი დაიბადა 1834 წლის 8 თებერვალს პატარა ქალაქ ტობოლსკში.

მენდელეევი იყო გენიალური ქიმიკოსი. არა მარტო იმიტომ, რომ მან შექმნა პერიოდულობის სისტემა. ასეთი სისტემები მენდელეევამდეც არსებობდა, უბრალოდ ისინი არ იყო სრულყოფილი. მენდელეევის დროს ცხადია არ იყო აღმოჩენილი ყველა ქიმიური ელემენტი, მაგრამ მენდელეევმა წინასწარ განსაზღვრა ამ ელემენტების არსებობა და პერიოდულობის სისტემაში საჭირო ადგილები გამოყო მათთვის.

მენდელეევი დაიბადა დიდ ოჯახში. ის იყო 13-ე შვილი 17-დან, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ მენდელეევების ოჯახში გაცილებით მეტი ბავშვი იყო და უბრალოდ ისინი ადრეულ ასაკში დაიღუპნენ.

მენდელეევს მამა, ივან პავლოვიჩ მენდელეევი, 13 წლის ასაკში გარდაეცვალა. დედა მარია დიმიტრიევნა მენდელეევა (ქალიშვილობის გვარი კორნილეევა) ფლობდა მინის ქარხანას, რაც ბავშვობიდანვე იზიდავდა მომავალ ქიმიკოსს. ის ერთი ხანობა მუშაობდა კიდეც იქ. მენდელეევი 13 წლის იყო, როდესაც ტობოლსკის გიმნაზიაში შეიყვანეს, ქარხანა კი დაიწვა.

1849 მისი უკვე ძალიან ღარიბი ოჯახი გადავიდა სანკტ პეტერბურგში, სადაც დიმიტრიმ მოახერხა მთავარ პედაგოგიურ სასწავლებელში სწავლის დაწყება. მოგვიანებით მას ტუბერკულოზი დაუდგინეს, რის გამოც ყირიმში მოუწია გადასახლება, საიდანაც 1857 წელს დაბრუნდა.

1859-1861 წლებში მან შეისწავლა სითხეების კაპილარული მოვლენები და სპექტროსკოპზე მუშაობდა ჰაიდელბერგში. 1862 წელს ის დაქორწინდა ფეოზვა ნიკიტიჩნა ლეშჩევაზე. იმ დროისათვის რუსეთში ქიმია არც თუ ისე კარგად იყო განვითარებული. 1863 წელს დიმიტრი გახდა პროფესორი პეტერბურგის ტექნოლოგიურ და პეტერბურგის უნივერსიტეტებში. 1867 წლისათვის ის ე.წ. მუდმივი წევრი (tenure) ამ უნივერსიტეტებისა. 1865 წელს მან მიიღო მეცნიერებათა დოქტორის წოდება შრომისატვის: “წყლისა და ალკოჰოლის კომბინაციების” შესახებ, მისმა შრომებმა 1871 წლისათვის პეტერბურგი ქიმიური კვლევების მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი ცენტრი გახდა.

1876 წელს ის შეხვდა ანნა ივანოვნა პავლოვნას, რომელიც ძალიან, ძალიან შეუყვარდა. 1881 წელს მან ცოლობა სთხოვა ანნას, უარყოფის შემთხვევაში კი თავის მოკვლით დაიმუქრა. 1882 წელს გაშორდა პირველ ცოლ ფეოზვა, მაგრამ მაშინ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წესდებით პირველი ქორწინებიდან 7 წელი მაინც უნდა გასულიყო მეორე ქორწინებამე. ამიტომ მისი ქპრწინება ჩაითვლა უკანონოდ. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ის ვერ მოხვდა რისეთის მეცნიერებათა აკადემიაში, ტუმცა იმ დროისატვის სახელგანთქმული მეცნიერი იყო. მას ჰყავდა ორი შვილი ვალოდია და ოლგა ფეოზვასგან, ხოლო 4 ანნასგან. ცნობილია, რომ ერთ-ერთ ვაჟს ერქვა ივანი. მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ლუიბოვი შემდგომში ცნობილი რუსი პოეტის ალექსანდრ ბლოკის ცოლი გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მენდელეევი დაფასებული მეცნიერი იყო (მან მიიღო კოპლის (Copley) მედალი ლონდონის სამეცნიერო საზოგადოებისაგან) 1890 წლის 17 აგვისტოს თავი დაანება პეტერბურგის უნივერსიტეტს გადადგა რა თანამდებობიდან.

1893 წელს ის გახდა წონისა და საზომების (Weights and Measures) ბიუროს დირექტორი. სწორედ მისი დამსახურებაა არყის წარმოებაში ახალი სახელმწიფო სტანდარტების შემოღება. მისი ღრმა ცოდნა მოლეკულური წონებისა და ურთიერთქმედების შესახებ გახდა საწინდარი დასკვნისა, რომ საუკეთესო ხარისხის გარანტიაა ბალანსი: 1 მოლეკულა ეთილის სპირტისა და 2 წყლისა, შესაბამისად არაყი უნდა სეიცავდეს 38% ალკოჰოლს და დანარჩენი 62% უნდა იყოს წყალი. 1894 წელს რუსეთის მთავრობამ მიიღო ახალი კანონპროექტი და დააწესა, რომ არაყი უნდა წარმოებულიყო 40% ალკოჰოლის დონით.

მენდელეევმა შეისწავლა ნავთობის შემადგენლობა და სათავე დაუდო რუსეთში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ფაბრიკა.

დიმიტრი ივანოვიჩ მენდელეევი გარდაიცვალა პეტერბურგში 1907 წლის 2 ტებერვალს, 72 წლის ასაკში გრიპისგან.

მის საპატივცემულოდ მთვარის ერთ-ერთ კრატერს მისი ს ახელი მიენიჭა, მისივე შექმნილ პერიოდულობის სისტემაში კი 101-ე, რადიაქტიურ ელემენტს მენდელეევიუმი ეწოდა.

კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: rivendell (2008-10-01)
ნანახია: 1830 | კომენტარი: 9 | რეიტინგი: 4.5/16 |
სულ კომენტარი: 9
9 ნუცი  
0
au dzaan magaria!!!!!!!!!! martla!!!!!!!!! mara prosta saertod qimiaze araferia?

8 keta  
0
magari statiaa ramdeni xani vedzebdi mendeleevis biograpias ... ise ra codooa eg kaci tuberkuliozi gadaitana da ubralo gripisgan mokvda .

7 shako  
0
zdlivs ar vishove normaluri statia vikipediazec ar weria ara

6 beska  
0
magari saitia

5 სერგი  
0
გაიხარე მომეწოა ძალიან

4 ანა  
0
დიდი მადლობა ძალიან დამეხმარეთ :)

3 ქეთ  
0
დალიან მაგარი სტატია არის რა გაიხარეთთთთ ... მაგრები ხართ:) :* :დ

2 beso  
0
კაი სტატიააააა

1 tazo --- www.krazana.tk  
0
sagol dzmao magari statiaaa

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024 |