შაბათი, 2024-05-18, 11:09 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია

სხვადასხვა [12]
სხვადასხვა
სპორტი [3]
სპორტი
პოლიტიკა [3]
პოლიტიკა
ეკონომიკა [3]
ეკონომიკა
ახალი ამბები [26]
ახალი ამბები
ეს საინტერესოა [31]
ეს საინტერესოა
იცოდით თუ არა რომ... [7]
იცოდით თუ არა რომ...

შესვლის ფორმა

მოგესალმები სტუმარი!

ძებნა

საიტის მეგობრები

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 120

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
PublisherPublisher
მთავარი » სტატიები » სხვადასხვა

ლატვიური შთაბეჭდილებანი. II
უნივერსიტეტი

ლატვიის უნივერსიტეტი (University of Latvia) კარგი რამეა ქართული საზომებით. თვითონ ლატვიელებს არ აკმოყოფილებთ (ზოგიერთს), მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამას 15%-ით მაინც რო გავდეს, შესანიშნავი იქნებოდა

წესრიგი, სისუფთავე, საქმისადმი სერიოზული მიდგომა

სტუდენტებს ყველანაირ პირობას უქმნიან სწავლისათვის, ბიბლიოთეკები, კომპიუტერის ოთახები, ქსეროქსი, პრინტერი, სკანერი - ყველაფრით უზრუნველყოფილია უნივერსიტეტის ყველა კორპუსი

აქ 13 ფაკულტეტია, იურიდიული (ყველაზე დიდი, დაახლოებით 8 000 სტუდენტი), სოციალ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, თეოლოგიის (ყველაზე პატარა, დაახლოებით 170 სტუდენტი), მარკეტინგისა და მენეჯმენტის, ბიოლოგიის, ქიმიის, განათლებისა და ფსიქოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიისა და ფილოსოფიის, მედიცინის, თანამედროვე ენების, ფილოლოგიისა და ფიზიკა-მათემატიკის.

მთავარ შენობაში განთავსებულია იურიდიული ფაკულტეტი და აგრეთვე სიმცირის გამო ტეოლოგიის ფაკულტეტი. თეოლოგიის ფაკულტეტის გარდა ყველა ფაკულტეტს საკუთარი შენობა აქვს. მართალია, სოციალ და პოლიტიკურ მეცნიერებათა შენობა გარეუბანშია (ჩემს საცხოვრებელთან ახლოსაა) თუმცა თანამედროვე შენობაა და უმაღლესი ხარისხის აუდიტორიებია.

ყველა კორპუსს, როგორც ვთქვი, აქვს ბიბლიოთეკა, რომელშიც მხოლოდ ამ ფაკულტეტისათვის საჭირო წიგნებია.

მაგალითად, სოციალ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შენობაში გავჩითე კისინჯერის “დიპლომატია” . . . ლატვიურად. . .

დეტალებს აქ არ დ ავწერ, ისე გეტყვით რომ სტუდბილეთი ჩვენზე უკეტესი აქვთ. პლასტიკური ბართის პონტშია და სურათიც აქვს, თუმცა პატარა და არასასიამოვნო.

რაც შეეხება სპორტს. შეგიძლია სპორტზე იარო და კრედიტები აგროვო, თუმცა სემესტრში მხოლოდ 1 სპორტი არჩევა შეიძლება. შეიძლება ასევე ცეკვებზე სიარული. ყველაფერ ამაში 2 ლატვიურ კრედიტს იძლევიან. 2 ლატვიური კრედიტი კი არის 3 ECTS, ანუ “ჩვენი”.

მთავარი! ყველაზე მაგარი ნაშები ეკონომიკისა და მარკეტინგის შენობაში, Aspazijas ბულვარ #5-ში ჩითავენ. ეს შენობა უნივერსიტეტის მთავარი შენობიდან არც თუ ისე შორსაა

თუ ახლო-მახლო მოხვდებით აუცილებლად მოინახულეთ მესამე და კიდევ უფრო ზემოთა სართულები!!!

კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: rivendell (2008-10-01)
ნანახია: 918 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024 |