შაბათი, 2024-05-18, 8:19 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია

სხვადასხვა [12]
სხვადასხვა
სპორტი [3]
სპორტი
პოლიტიკა [3]
პოლიტიკა
ეკონომიკა [3]
ეკონომიკა
ახალი ამბები [26]
ახალი ამბები
ეს საინტერესოა [31]
ეს საინტერესოა
იცოდით თუ არა რომ... [7]
იცოდით თუ არა რომ...

შესვლის ფორმა

მოგესალმები სტუმარი!

ძებნა

საიტის მეგობრები

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 120

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
PublisherPublisher
მთავარი » სტატიები » სხვადასხვა

ლატვიური შთაბეჭდილებანი
მალე ორი თვე შესრულდება რაც აქ ვარ. . . ბევრი შთაბეჭდილება დამიგროვდა. კარგიც, ცუდიც. კარგი უფრო მეტი. . .

აქ კარგია. თუმცა ცოტა ძვირია. ალბათ ჯობია ნაწილებად დავყო მონაყოლი თორემ ბარდაგი გამოვა, ამიტომაც ცალ-ცალკე ყველაფერზე ვისაუბრებ, ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანით დავიწყებ. . .

გოგონები და რიგა ღამით

ალბათ ეს ყველა მამაკაცს დაააინტერესებს, მდედრები კი შურით შეავლებენ თვალს.

აქ ძალიან ლამაზი გოგონები არიან, თან სულ ქერები, ბუნებრივად ქერები. ცისფერი თვალები ან მწვანე, გრძელი ფეხები, გამოკვართული ტანი და დანარჩენი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკმაოდ თვალსაჩინო. . .

თუმცა ასეთი გოგოები საქართველოშიც ხო არიან. . .

მნიშვნელოვანი რამ გამომრჩა!

რაოდენობა! ყოველ ფეხის ნაბიჯზე. . .

ბიბლიოთეკაში მშვიდად წიგნის კითხვას მიჩვევა უნდა.

ისე აქ ბევრი სხვა ქვეყნიდანაც არიან გოგოები. 7 ლიტველი გავიცანი. ისინიც კარგები არიან, მხოლოდ ცოტა უფრო ფუმფულები.

ფრანგები არ მომეწონა, გერმანელებს არაუშავთ, რამდენიმე პოლონელი ძმაკაცი მყავს და მაგარი ჯიგარი ხალხია, აი გოგოებში ცოტა მოიკოჭლებენ.

სხვათაშორის აქ ქალიშვილობის ინსტიტუტი არაა smile .

გოგოებზე საუბარს ამით მოვრჩეთ, მალე სურათები იქნება და. . .

ღამის ცხოვრება ლატვიელებისათვის უფრო აქტიური არის პარასკევსა და შაბათს. შესაბამისად შაბათ- და კვირა დილით ადრე ასადგომი არავის აქვს და ყველა გვიანობამდე შეძლებისგდაგვარად ერთობა.

უცხოელები კი მაშინ ვერთობით როცა მოგვინდება smile

დავიწყოთ ბარებით. უამრავი ბარია. ლუდი აქ ძალიან პოპულარულია. ლატვიაში წყალი არ ვარგა, ამიტომ ხალხი ლუდს უფრო სვამს, ძირიტადად ლატვიურს, თუმცა მე ჯერჯერობით სინჯვით ვარ დაკავებული - ბევრი ისეთი ლუდია რომელიც საქართველოში არ მინახავს smile

ყველაზე მაგარი პაბი არის ირლანდიური Peddy Whelans, სადაც დააგემოვნებთ ნამდვილ Guiness-სა და Kilkenny-ს. აგრეთვე აქვთ ბელგიური და ლატვიური საუკეთესო ლუდის სახეობები და სხვა მრავალი დასალევი. რაც მტავარი აქვს 6 პატარა ტელევიზორი და 1 დიდი ეკრანი და ფეხბურთებს ანახებენ.

ჩემპიონთა ლიგის საყურებლად რიგაში მყოფი თითქმის ყველა უცხოელი იკრიბება და მხოლოდ ტაიმებს შორის შესვენებისას თუ შეავლებენ თვალს მომხიბლავ ოფიციანტს.

არის მეორე ირლანდიური ბარიც - Dickens, სადაც აგრეთვე ანახებენ ფეხბურთს, თუმცა დიდი ეკრანი არ აქვთ, მაგრამ აქვთ კარგი სიტუაცია.

არის აგრეთვე ბელგიური ბარიც, რომლის სახელწოდებაც ანალოგიურია Belgian Bar, სადაც საუკეთესო ბელგიური ლუდითა და უძვირესი ძეხვებით გაგიმასპინძლდებიან.

თუ გსურთ უცხოელები ნახოთ და მათთან ერთად გაიქარვოთ ნაღველი, შეიძინოთ სხვადასხვა ჯურის ახალი მეგობრები, უნდა წახვიდეთ საკმაოდ “ბანძ”, თუმცა უზომოდ პოპულარულ French Bar-ში, სადაც იყიდება უხარისხო წყალ-წყალა ლუდი და იაფფასიანი არაყი, თუმცა ყოველთვის ნახავთ უცხოელს და კარგადაც გამოთვრებით.

აგრეთვე არის ბარი John Lemon, რომელიც დიდი არაფრითაა გამორჩეული თუ არა უკანა ოთახით, რომელიც საკმაოდ მოფარებულია და დღის საათებში თითქმის ცარიელია. ხოდა თუ სხვა ადგილი ვერ იპოვეთ თქვენს გერლ-ფრენდთან ერთად. . .

ჯერჯერობით სხვა განსაკუთრებული ბარი არ მინახავს, თუმცა უამრავია და ნელ-ნელა ანარჩენებსაც გავეცნობი.

ღამის კლუბები ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ მხრივ რიგა ევროპაში წამყვან ქალაქად აქვს მოხსენიებული რომელიღაც ინგლისურ ტურისტულ საიტს. და მართალიცაა. . .

არის კარგი და ცუი ბარებიც. გააჩნია რა გსურთ. . .

თუ ლატვიელი გოგონას შებმა გსურთ უნდა წახვიდეთ კლუბ Fashion-ში, სადაც ყველაფერი თქვენს მოხერხებულობაზეა დამოკიდებული, თუმცა სასმელი ძალიან ძვირი, ამიტომ ცოტა შემთვრალი წახვიდეთ ჯობია. . .

თუ ჩალიჩი გეზარებათ, აჯობებს ან Essential-ში ან კიდევ La Rocca-ში წახვიდეთ. ეს ორი კლუბი ყველაზე დიდი რიგაში და უამრავი ხალხი ირევა, მათ შორის უამრავი მეძავი, მაგრამ ჯიბეცარიელს ლამაზი თვალების გულისთვის არავინ გამოგყვებათ.

La Rocca არის რუსული კლუბი - ძირითადად რუსული მუსიკა და რუსული წარმოშობის ლატვიელები. ასე რომ არჩევანი ამ მხრივაც არის. . .

თუ გინდათ მეგობარ გოგოსთან ერთად სადმე წასვლა, ჯობია Pulkvedis-ს ესტუმროთ. კვირის დღეებში ფეის-კონტროლი არის 21-წლამდე, თუმცა პარასკევსა და შაბათს ამას ყურადრებას არავინ აქცევს. მართალიც ბევრი ხალხია ხოლმე და მაგრამ კარგი ატმოსფეროა და მეგობრებთან ერთად კარგად გაერთობით.

Pulkvedis-ის მოპირდაპირე მხარეს არის Kabata, რომელიც არის ძალიან ცუდი კლუბი. არც ისე ბევრი ლამაზი გოგონა და ბევრი მთვრალი ხალხი. ამ კლუბში შევლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ მთვრალი ხართ, მაგრამ კიდე გინდათ დალევ. . .

არის კიდევ ერთი Student Club, რომელიც ლატვიელებში არც ისე პოპულარულია, თუმცა უცხოელებს იზიდავს. ხშირად იმართება LIVE კონცერტები და სიტუაციაც ნორმალურია.

ჯერჯერობით მხოლოდ ეს. . .

კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: rivendell (2008-10-01)
ნანახია: 972 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024 |