მოხუცი ბარიგა ავსტრალიის ქალაქ სიდნეის პოლიციამ 92 წლის კლიფორდ ბინუმე დააპატიმრა ნარკოტიკების გავრცელების ბრალდებით. დაახლოებით ერთი წლის მანძილზე ბინუმე მოხუცთა თავშესაფარს ამარაგებდა ნარკოტიკებით, თავშესაფრის მცხოვრებლები კი ბოლო კაპიკებს ხარჯავდნენ დარჩენილი უკანასკნელი დღეების “გასალამაზებლად”. ყველაზე უმცროსი მომხმარებელი 75 წლისაა. ამ ბიზნესით მოხუცი ბარიგა თვეში რამდენიმე ათას დოლარს აკეთებდა, ხოლო საავადმყოფოს პერსონალი კი ვერაფერს ხვდებოდა, მედდები კი ბინუმესა და თავშესაფრის მაცხოვრებლებს ჰყავდათ მოსყიდული, ზოგი ფულით, ზოგი კი “საქონლით”. ყველაფერი მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც ერთ–ერთმა მოხუცმა დოზა ვერ განსაზღვრა და კინაღამ გარდაიცვალა, ის სულის ხუთვის გამო საავადმყოფოში გააქანეს. მას სისხლის ანალიზი აუღეს და ასე აღმოაჩინეს ნარკოტიკი. თუმცა პოლიცია მოხუცების დასჯას არ აპირებს და მხოლოდ მკაცრი გაფრთხილებით შემოიფარგლება. მათი აზრით ვისაც ორიოდე დღის სიცოცხლე დარჩენია აქვს საკუთარი სიამოვნებისათვის ასე მოიქცეს გადარეული მწეველი ერთმა ამერიკელმა სიგარეტის მწეველმა, რომელმაც ვერაფრით დაანება თავი სიგარეტს, საზარელი გადაწყვეტილება მიიღო – მარჯვენა ხელის მტევანი მოიჭრა (რომლითაც ეწეოდა)! თუმცა მალევე ინანა, სასწრაფოდ დასტაცა მარცხენა ხელი მოჭრილ ხელის მტევანს, პარკში ჩაუძახა და სავადმყოფოში გავარდა და ხელის მიკერება ითხოვა. ამერიკელისათვის, რომლის ვინაობაც უცნობი დარჩა, ყველაფერი კარგად დამთავრდა და 10–საათიანი ოპერაციის შემდეგ ხელი მიაკერეს ტაძარი ანტარქტიდაზე ანტარქტიდაზე, რუსეთის პოლარული სადგურის “ბელინსჰაუზენის” რაიონში ალტაელი არქიტექტორების პროექტის მიხედვით, მართლმადიდებლურ ტაძარს ააგებენ. მშენებლობის ადგილზე ალტაის მხარის დროშა აფრიალდება, რომელიც მხარის ხელმძღვანელმა რამდენიმე ხნით ადრე გადასცა არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე პეტრე ანისიფოროვს, რომლის ს ახელოსნოშიც შემუშავდა ტაძრის პროექტი. ალტის მხარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კონკურსი ორი წლის განმავლობაშ მიმდინარეობდა და საბოლოოდ გაიმარჯვა არქიტექტორ სვეტლანა რიბაკის პროექტმა, რომელიც ასევე მიწონა რუსეთის პატრიაქმა ალექსეი II-მ. არქიტექტორები შეისწავლიან ანტარქტიდის ამ რეგიონის ბუნებრივ კლიმატურ პირობებსა და გრუნტის მდგომარეობას. ანისიფოროვის თქმით მართლმადიდებლური ტაძრის აგების იდეა ანტარქტიდაზე მომუშავე რუსებს ეკუთვნით, რომელთაც სურთ ამ სახით მიაგონ პატივი 60–ოდე წლის წინ ანტარქტიდაზე დაღუპული თანამემამულეების ხსოვნას. აქვე დავამატებ, რომ ეს ცნობა 5–6 წლის წინანდელია და საინტერესოა მართლაც ააგეს თუ ა რა რუსებმა მართლმადიდებლური ტაძარი ანტარქტიდაზე. ინტერნეტში ვეძებ. . . ბებოზე ეკონომია არ გამოვიდა საფრანგეთის ქალაქ მარსელში მცხოვრებმა რენარების ოჯახმა გადაწყვიტა ოჯახის დანაზოგით ესპანეთში ზღვაზე დასასვენებლად წასვლა და მთელი შემადგენლობით წავიდნენ, თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი ფაქტი და 80 წლის ბებო კურორტზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ტრანსპორტირების ხარჯები რომ აეცილებინათ თავიდან რენარებმა ხედარი გასაბერ ნავშ გაახვიეს და მანქანის თავზე დაამაგრეს. გზაში ოჯახი რესტორანთან შეჩერდა წასახემსებლად და რესტორნიდან გამოსულებს აღარც მანქანა დახვდათ და აღარც ბებოს ცხედარი. მათ ვერც პოლიციას ვერ მიმართეს, რადგანაც მიცვალებულის ასე მანქანის თავზე შემოდებული გადასვენება კანონსაწინააღმდეგოა. 3 დღის შემდეგ მათ გამტაცებლები დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით დიდი თანხა მოსთხოვეს, წინაღმდეგ შემთხვევაში კი დაიმუქრნენ, რომ ცხედარს პოლიციას გადასცემდნენ. რენარები იძულებულები გახდნენ გამოსასყიდი გადაეხადათ და ეს თანხა 10–ჯერ მეტი აღმოჩნდა იმ თანხაზე, რაც მიცვალებულის გადასვენება დაჯდებოდა.
|