ქართველმა სამართალდამცავებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით რუსების უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაზვერვას ახორციელებდა, ჩამოაგდეს.
როგორც შსს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე, სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, შემთხვევა გუშინ დილით სოფელ წითელუბანთან ახლოს, ბაქო-სუფსის ნავთობსადენთან მოხდა, სწორედ ამ ტერიტორიის დაზვერვას ახორციელებდა რუსული უპილოტო თვითმფრინავი, რომელსაც დამონტაჟებული ჰქონდა ფოტოაპარატი და აწარმოებდა ფოტოების გადაღებას. უტიაშვილის თქმით, ქართველმა სამართალდამცავებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თვითმფრინავი დააზიანეს და შემდეგ მისი ჩამოგდება მოხდა. რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, უტიაშვილმა აღნიშნა, რომ ალბათ რუსების რეაქცია ტრაგიკული იქნება. მანვე კომენტარი გააკეთა აფხაზეთში სოფელ ფიჩირში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც და დასძინა, რომ ქართველ მოსახლეობაზე კვლავ გრძელდება ზეწოლა და პასპორტების შეთავაზება, თუმცა, მისი თქმით, მოსახლეობის უმრავლესობა პასპორტებზე უარს აცხადებს.
|