კომპანიები News Corp. და NBC Universal აცხადებენ, რომ უკვე დასასრულს უახლოვდება მუშაობა ახალ, ერთობლივ პორტალზე, რომლის სახითაც YouTube-ს სერიოზული კონკურენტი უნდა გამოუჩნდეს. მისი ჩაშვება ამ ზაფხულს იგეგმება. ახალი პორტალი მომხმარებლების დიდ რაოდენობას პირველ რიგში ათასობით საათი ფილმების, კლიპებისა და სატელევიზიო შოუების ჩანაწერებით მიიზიდავს. მისი პარტნიორები იქნებიან AOL, MSN, MySpace და Yahoo, მაშინ, როდესაც YouTube-ის მხარეს მხოლოდ მისი მფლობელი - Google Inc. იმყოფება. წინასწარი გათვლებით, ამ სერვისით სარგებლობას ინტერნეტის აქტიური მომხმარებლების 96% დაიწყებს. ამის გარანტიას კი მთელს აღნიშნულ მასალაზე ყველასთვის თავისუფალი წვდომის უფლება იძლევა. ასევე, პორტალის სარეკლამო პარტნიორებად დასახელდნენ კომპანიები Cisco, Esurance, Intel და General Motors. რათქმაუნდა, მომხმარებლებს საკუთარი ვიდეომასალის ატვირთვაც შეეძლებათ, მაგრამ, როგორც ჩანს, თავდაპირველად News Corp. და NBC სწორედ სხვადასხვა კომპანიების ლიცენზირებულ ვიდე-პროდუქციაზე გააკეთებენ აქცენტს. ამ კუთხით, მინიმუმ ორი კინოკომპანიისა და ათობით ტელეკომპანიის გარდა, თანამშრომლობა იგეგმება MTV Networks-ის მფლობელ Viacom-თანაც, თუმცა ჯერჯერობით მოლაპარაკებები შეჩერებულია - Viacom ამჟამად YouTube-ს ედავება სასამართლოში და პირველ რიგში ამ საქმის დასრულება სურს.
|