[img]http://shots.snap.com/explore/35856/?key=e5a3c1e6dff5de35b1c6e7c470411886&src=kidblog.wordpress.com&cp=pub-logo&url=http%3A%2F%2Fwordpress.com%2Fsnap[/img]ვიკიპედიის შემქმნელმა ჯიმი უეილზმა განაცხადა, რომ აპირებს შექმნა საძიებო სისტემა, რომელიც თავისუფლად შეძლებს გაუწიოს კონკურენცია ისეთ გიგანტებს, როგორიცაა Google ან Yahoo. იგი ამბობს, რომ სისტემა პირველ პერიოდში ბაზრის 5%-ს აითვისებს.სააგენტო “Reuters”-ის ცნობით, ახალი სისტემის მთავარი უპირატესობა საიტების რეიტინგის შედგენა და ძიებისას ამ მონაცემების გათვალისწინება იქნება. Google-ისა და Yahoo-ს მსგავსი ალგორითმები დახურულია, ხოლო უეილზის სისტემა კი თავად მომხმარებლებს მიანდობს ამა თუ იმ საიტის პოპულარობისა და რეიტინგის განსაზღვრას. ამჟამად უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის თანხაა ჩადებული ამ პროექტში; უეილზმა მხოლოდ აღნიშნა, რომ შეძლო მოეპოვებინა 4 მლნ. დოლარი სხვადასხვა ინვესტორისგან და ასევე “მნიშვნელოვანი დაფინანსება კომპანია Amazon-ისგან”.
|