რუსეთის დედაქალაქის სათათბიროს ხელოვნების კომისიამ ეს წინადადება არ მოიწონა. კომისიის წევრთა აზრით, „ჩისტიე პრუდის” რაიონი ძეგლებით ისედაც გადატვირთულია. „კინო გმირებისთვის ქანდაკების დადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. თუ მაინც გადაწყდა ეს საკითხი, სჯობს კომპოზიცია ქალაქის პარკის ზონებში განთავსდეს”, აცხადებს კომისიის თავმჯდომარე სერგეი ტიტოვი. დეკემბრის ბოლოს, ამავე კომისიამ „მიმინოს” გმირებისთვის ქანდაკების დადგმის ინიციატივა მოიწონა. გიორგი დანელიას ფილმს 30 წელი უსრულდება. ვახტანგ კიკაბიძის, ფრუნზიკ მკრტჩიანისა და ევგენი ლეონოვის მიერ „მიმინოში” განსახიერებული გმირების სკულპტურები, მოსკოვში „ჩისტიე პრუდის” რაიონში, დანელიას სახლის მახლობლად უნდა დაედგათ. მაშინ მოსკოვის დუმის დეპუტატები აცახდებდნენ, რომ ეს ქანდაკება მოსკოვის სტუმართმოყვარეობისა და ტოლერანტობის სიმბოლო გახდებოდა. რუსულმა მედიამ კი, ამ ინიცატივას ანტიქართული კამპანიის დასასრული უწოდა.
|