სოციალური ქსელის MySpace ადმინისტრაცია გამოცემა The New York Times-თან ერთად ატარებს კონკურსს, რომლის გამარჯვებულებიც ჟურნალისტ ნიკ კრისტოფთან ერთად აფრიკაში გაემგზავრებიან. ათდღიანი ექსპედიციის მიზანი სპეციალური რეპორტაჟის მომზადება იქნება. კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევათ მხოლოდ ამერიკის ნებისმიერი კოლეჯის ან უნივერსიტეტის 18 წლის ზემოთ მყოფ სტუდენტებსა და ასპირანტებს; ასევე ამერიკის დაწყებითი ან საშუალო სკოლების მასწავლებლებს. კონკურსანტებს ევალებათ დაწერონ 700-სიტყვიანი ესსე იმის შესახებ, თუ რატომ სურთ ექსპედიციაში მონაწილეობის მიღება. მიღებული ნამუშევრებიდან კი საუკეთესოს თავად კრისტოფი შეარჩევს. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ-პორტალი MySpace წარმოადგენს სოციალურად ორიენტირებული უამრავი სხვადასხვა სერვისის ერთობლიობას, ისეთების, როგორიცაა ბლოგები, ინტერნეტ-პეიჯერები, ვიდეოს მიმოცვლა და ა.შ. ამჟამად MySpace-ის ლოკალიზებული ვერსიები ხელმისაწვდომია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ავსტრალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და იაპონიის მაცხოვრებელთათვის. ცოტა ხნის წინ კი საცდელ რეჟიმში ჩაეშვა მექსიკური, იტალიური და ესპანური პორტალებიც.
|