სამშაბათი, 2025-07-22, 2:12 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია

სხვადასხვა [12]
სხვადასხვა
სპორტი [3]
სპორტი
პოლიტიკა [3]
პოლიტიკა
ეკონომიკა [3]
ეკონომიკა
ახალი ამბები [26]
ახალი ამბები
ეს საინტერესოა [31]
ეს საინტერესოა
იცოდით თუ არა რომ... [7]
იცოდით თუ არა რომ...

შესვლის ფორმა

მოგესალმები სტუმარი!

ძებნა

საიტის მეგობრები

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 120

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
PublisherPublisher
მთავარი » სტატიები » ახალი ამბები

ინტერნეტის 50 ყველაზე გავლენიანი ადამიანი
ჟურნალმა PC World გამოაქვეყნა ინტერნეტის 50 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია. ჟურნალ Times-ისგან განსხვავებით, რომელმაც წლის ადამიანად ქსელის ყველა მომხმარებელი დაასახელა, ამ სიაში ძირითადად IT-კომპანიების ხელმძღვანელები და გავრცელებული ტექნოლოგიების შემქმნელები ფიგურირებენ.

PC World-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავეს Google-ის დამფუძნებლებმა სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა; ასევე, ამ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ შმიდტმა. ეს ტიტული მათ ყველაზე ფართოდ გამოყენებადი საძიებო სისტემის შექმნისთვის მოიპოვეს.

მეორე ადგილი დაიკავა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ჯობსმა. მისი დამსახურება მუსიკისა და ვიდეოს ლეგალური ჩამოტვირთვების პოპულარიზაციაა, რომელიც მან iPod-ის მომხმარებლებისთვის შექმნილი სერვისით iTunes შეძლო. ასევე ჟურნალმა აღნიშნა, რომ iPhone მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვებგვერდების მობილური ტელეფონებიდან თვალიერების გავრცელებასაც.

მესამე ადგილის მფლობელი BitTorrent-ის თანადამაარსებელი ბრემ კოენი გახდა. ვირტუალურ კვარცხლბეკზე ეს ადგილი მან ფაილების მიმოცვლის ახალი ტექნოლოგიის დანერგვისთვის დაიმსახურა. მის მიერ შექმნილი სისტემა საშუალებას იძლევა მოხდეს დიდი ზომის ფაილების მიმოცვლა ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერებს შორის, დატვირთვის გადანაწილების გზით, ქსელის გამტარუნარიანობისა და აპარატურული უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

რეიტინგში მეოთხე ადგილი World of Warcraft-ის შექმნისთვის აიღო Blizzard Entertainment-ის პრეზიდენტმა მაიკ მორამიმ. მეხუთე პოზიცია კი თავისუფალი ონლაინ-ენციკლოპედია Wikipedia-ს დამაარსებელმა ჯიმი უელსმა დაიკავა. მეექვსე ნომერი ამ სიაში ფინანსისტ ინვესტორ ჯონ დოუერს ერგო, რომელიც უკვე 27 წელია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანხის დაბანდებას ეწევა.

კრეიგ ნიუმარკი, craigslist.org-ის დამაარსებელი, რომელიც 2006 წლის ბოლოს მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი საიტების 50-ეულში შედიოდა, PC World-ის რეიტინგში მეშვიდე ხაზზე მოხვდა. მერვე და მეცხრე ადგილები Fox Interactive Media-ს პრეზიდენტმა პიტერ ლევინსონმა და Google-ის ვიცე-პრეზიდენტმა პროდუქტების ძიებასა და მომხმარებლების ანალიზის სფეროში მარისა მაიერსმა დაიკავეს, შესაბამისად. ამ სიის ათეულის ბოლოში კი აღმოჩნდნენ 2006 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საიტის - YouTube-ის დამაარსებლები ჩად ჰერლი და სტივ ჩენი.

კომპანიების წარმომადგენლებისა და პოპულარული პროგრამების შემმუშავებლების გარდა PC World-ის რეიტინგში მოხვდნენ ის პიროვნებებიც, ვისაც პირდაპირი შეხება IT-სთან საერთოდ არ ჰქონიათ, თუმცა ინტერნეტის მომხმარებლების ყურადღების მიქცევა საკუთარი ბლოგებით შეძლეს. კერძოდ კი, 48-ე ადგილი დაიკავეს ძმებმა მუჰამედ და ომარ ფადიებმა ერაყიდან, რომლებიც ამ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ბლოგში აშუქებდნენ.

კატეგორია: ახალი ამბები | დაამატა: rivendell (2008-09-30)
ნანახია: 774 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2025 |