სამშაბათი, 2025-07-22, 6:57 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია

სხვადასხვა [12]
სხვადასხვა
სპორტი [3]
სპორტი
პოლიტიკა [3]
პოლიტიკა
ეკონომიკა [3]
ეკონომიკა
ახალი ამბები [26]
ახალი ამბები
ეს საინტერესოა [31]
ეს საინტერესოა
იცოდით თუ არა რომ... [7]
იცოდით თუ არა რომ...

შესვლის ფორმა

მოგესალმები სტუმარი!

ძებნა

საიტის მეგობრები

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 120

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
PublisherPublisher
მთავარი » სტატიები » ახალი ამბები

კუბა უარს ამბობს Microsoft-ზე
კუბის ხელისუფლებამ გადაწყვიტა უარი თქვას კორპორაცია ”Microsoft”-ის პროდუქციაზე და ამით კომპიუტერული სამყარო მაინც დაიცვას კაპიტალიზმის ზეგავლენისაგან. უახლოეს მომავალში კუნძულის მმართველობა აპირებს მთლიანად გადავიდეს ღია კოდის მქონე სისტემებზე, მაგალითად, “Linux”-ზე. ”Windows”-ზე უარის თქმაზე ასევე ფიქრობს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, ბრაზილია, ნიდერლანდები და ნორვეგია. ”Linux”-ის განვითარების ასეთი ხელშეწყობა გამოწვეულია როგორც ”Microsoft”-ის მონოპოლიზმის მიუღებლობით, ისევე მისი პროდუქციის მაღალი ფასითა და დაუცველობით.

კუბის კავშირგაბმულობის მინისტრმა და ფიდელ კასტროს მიმდევარმა რამირო ვალდესმა მხარი დაუჭირა მინისტრთა კაბინეტის ინიციატივას ღია კოდზე გადასვლის შესახებ და საინფორმაციო სისტემებს ”ბრძოლის ველი” უწოდა, სადაც იმპერიალიზმის წინააღმდეგ აპირებენ გალაშქრებას.

”Associated Press”-ის ცნობით, კუბის ხელისუფლების იდეას აქტიური მხარდამჭერი გამოუჩნდა უფასო პროგრამული უზრუნველყოფის ფონდის ხელმძღვანელის, რიჩარდ სროლმანის სახით. იგი თვლის, რომ ფასიანი პროგრამული უზრუნველყოფა სრულიად არ არის უსაფრთხო - რადგან მომხმარებელმა არასოდეს იცის, რა მოათავსა მასში შემქმნელმა. მან ასევე დაამატა, რომ საავტორო უფლებების დარღვევისთვის ადამიანის ციხეში ჩასმა - ეს იგივეა, რაც მისი დევნა კულინარიული რეცეპტების საკუთარი გემოვნებით ჩასწორების მიზეზით.

“Linux”-ზე უკვე გადავიდა კუბის საბაჟო სამსახური; უახლოეს მომავალში კი ღია სისტემებზე გადასვლა კულტურის, განათლებისა და კავშირგაბმულობის სამინისტროებშიც დაიწყება. ამჟამად, სპეციალური დეპარტამენტის ფარგლებში, ინფორმაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ათასზე მეტი სტუდენტი მუშაობს ”Linux”-ის ახალ დისტრიბუტივზე სახელად ”Nova”, იტყობინება “MigNews”.

სავარაუდოდ, სახელმწიფო სამსახურების სრულად გადაყვანა ღია კოდზე უახლოეს სამ წელიწადში უნდა დასრულდეს.

კატეგორია: ახალი ამბები | დაამატა: rivendell (2008-09-30)
ნანახია: 744 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2025 |