გადავადების ხუთდღიანი პერიოდი (Add Grace Period - AGP) თავდაპირველად სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ შეცდომითი რეგისტრაციების აცილება ყოფილიყო შესაძლებელი. თუმცა ავოტმატიზირებული კიბერსკვოტერული პროგრამები სპეციალურად იყენებენ ამ ფუნქციას და ახალი თაობის ბიზნესმენებიც სერიოზულ ფულს შოულობენ, წერს Associated Press. ასეთი პრაქტიკა რამოდენიმე წლის წინ გაჩნდა, როდესაც ავტომატიზაციის წყალობით .com დომენებს არნახული სისწრაფით აფორმებდნენ. მაგალითად, 2004 წლის დეკემბერში, ყოველდღიურად ხდებოდა 7400 ”საცდელად” აღებულ დომენებზე უარის თქმა. 2006 წლის დეკემბერში კი ეს რიცხვი 1,2 მლნ-მდე გაიზარდა (Name Intelligence Inc.-ის მონაცემების მიხედვით). ნორმალური რეგისტრაციების რაოდენობა 50%-დან 2%-მდე დაეშვა. AGP-ს საშუალებით მილიონობით დომენების გატარება სრულიად ლეგალური საქმიანობაა. ექსპერტების შეფასებით, მსგავს საქმიანობას 25-30 კომპანია ეწევა. მათ შორისაა, მაგალითად, კომპანიები Moniker Online Services, Maltuzi და Wang Lee Domains. ისინი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით წუთში ასობით და ათასობით დომენებს არეგისტრირებენ.იმ ხუთი დღის მანძილზე, როდესაც დომენი სკვოტერის მფლობელობაშია, მასზე თავსდება კონტექსტური რეკლამა, რისი საშუალებითაც დამატებითი შემოსავალი მიიღება. დაკავებული დომენებისთვის რეკლამას ”კიბერსკვოტერების საუკეთესო მეგობრები” - სერვისები Google Adsense for Domains და Yahoo Domain Match უზრუნველყოფენ. თუ დომენს შეეძლება მისი არსებობისთვის გაწეული ხარჯების გადაფარვა (წელიწადში 6 დოლარი), მას იტოვებენ; ზოგ დომენს ყიდიან, დანარჩენებს კი მეოთხე ან მეხუთე დღეს აუქმებენ, რათა დაიბრუნონ რეგისტრაციის შენატანი. გათავისუფლებული დომენი მომენტალურად ხვდება სხვა კიბერსკვოტერის მფლობელობაში (ან, ისევ იმავე სკვოტერის - დომენის განმეორებითი დაჭერის მეთოდს ”kiting” ეწოდება). მთელი ეს პროცესი სრულიად ავტომატიზირებულია. რეგისტრატორები ძალიან უკმაყოფილონი არიან არსებული სიტუაციით. ამ თემას GoDaddy-ს დირექტორმა სეპციალურად მიუძღვნა ღია წერილი. ამ ყველაფერზე კი არაფერს ამბობს არც VeriSign და არც ICANN. კრიტიკოსების თქმით, VeriSign და ICANN სტატუს-კვოს შენარჩუნებით საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობენ. მაგალითად, VeriSign კორპორატიულ კლიენტებს სრულ დაცვას სთავაზობს კიბერსკვოტერებისგან; ეს სიამოვნება კი წელიწადში 100-დან 400 ათას დოლარამდე ჯდება. ამის გარდა, კიბერსკვოტერთა ფული VeriSign-ის ანგარიშებზე ინახება; დამოუკიდებელი შეფასებების მიხედვით კი ეს თანხა 25-30 მლნ დოლარია. ბოლო დროს კი ”დროებით” დომენებს სულ უფრო აქტიურად იყენებენ სპამერები, ფიშერები და სხვა თაღლითები, როგორც დროებითი ვებ-მისამართების წყაროს.
|