სამშაბათი, 2025-07-22, 1:28 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია

სხვადასხვა [12]
სხვადასხვა
სპორტი [3]
სპორტი
პოლიტიკა [3]
პოლიტიკა
ეკონომიკა [3]
ეკონომიკა
ახალი ამბები [26]
ახალი ამბები
ეს საინტერესოა [31]
ეს საინტერესოა
იცოდით თუ არა რომ... [7]
იცოდით თუ არა რომ...

შესვლის ფორმა

მოგესალმები სტუმარი!

ძებნა

საიტის მეგობრები

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 120

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
PublisherPublisher
მთავარი » სტატიები » ახალი ამბები

ჰობიტი - ადამიანის ახალი სახეობა? ნაწ II
ბომბი პალეოანთროპოლოგიაში

LB1 იყო მდედრი, რომელიც 18 000 წლის წინ ცხოვრობდა, იყო სულ 1 მეტრი სიმაღლის (3 ფუტზე ოდნავ მეტი) და მისი ტვინის მოცულობა იყო 400 კუბური სანტიმეტრი (24 კუბუნი დიუმი) - ისევე როგორც შიმპანზეს

გრძელი ხელები, დამრეცი ნიკაპი და სხვა პრიმიტიული ნიშან-თვისებები აჩვენებს, რომ ეს ადამიანი ენათესავებოდა ძალიან ძველ ადამიანის სახეობას Homo erectus-ს, და შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო ადრინდელ Homo habilis-სა და Australopithecus-ს.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის მსგავსმა არსებებმა, ჰომინიდებმა ან ჰომინინებმა, გაცილებით ადრე მიაღწიეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულებს, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ.

ეს აღმოჩენა 2004 წელს ნამდვილი სენსაცია გახდა, რადგან ამტკიცებს, რომ სამხრეთ-აზიის რეგიონში ადამიანის ევოლუცია გაცილებით რთული და მრავალსაფეხურიანი იყო, აგრეთვე იმას, რომ Homo Sapiens-ის გარდა ადამიანის სხვა სახეობებმა მოაღწიეს შედარებით “თანამედროვე” დრომდე

გათხრების ხელმძღვანელმა მაიკ მორვუდმა (Mike Morwood) BBC News-ს განუცხადა, რომ ეს აღმოჩენა შეიძლება მხოლოდ აისბერგის წვერი იყოს და შემდგომმა გათხრებმა გაცილებით სერიოზული შედეგები მოიტანოს: “სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი აზია გვიმზადებს უამრავ სიურპრიზს, რომლებიც უდიდეს წვლილს შეიტანენ ჰომინინების ევოლუციის თავიდან და უფრო გამართულად გაგებაში”.

თუმცა ამ ყველაფრით ყველა მეცნიერი არაა კმაყოფილი. ეს აღმოჩენა ნამდვილი ბომბია ტრადიციული პალეოანთროპოლოგიისათვის.

პროფესორი თეოკუ იაკობი (Teoku Jacob; Gajdah Mada University in Yogyakarta, Indonesia) ამტკიცებს, რომ LB1-ის ძვლები სხვა არაფერია, გარდა მიკროცეფალიით დაავადებული პიგმეისა (მიკროცეფალიით დაავადებულთ პატაზა ზომის ტვინი ახასიათებთ).

ძვლების დაზიანება

2004 წელს პროფესორმა თეოკუ იაკობმა, რომელიც აღიარებული ინდონეზიური “პალეოანთროპოლოგიის მამად”, აღმოჩენილი ძვლები ჯაკარტას საცავიდან წაიღო თავის ლაბორატორიაში, 443 კილომეტრით (275 მილი) დაშორებულ ქალაქ იოგიაკარტაში აღმომჩენთა სურვილის საწინააღმდეგოდ.

იაკობს ძვლები დააბრუნებინეს, თუმცა მისმა აღმომჩენებმა განაცხადეს, რომ ძვლები დაზიანებული იყო. მათი აზრით ჩონჩხი იაკობის ლაბორატორიაშჳ მიზანმიმართულად დააზიანეს.

მაგალითად, დაზიანებული იყო ჰობიტის თავის ქალა, რომელსაც ქვედა ყბაზე ორივე მხარეს დიდი ღარი გასდევდა, რაც შეიძლებოდა დანით თავის ქალის პლასტმასის ყალიბის უხეშად ჩამოჭრის დროს მომხდარიყო.

აგრეთვე, სხვა ტავის ქალის ნიკაპი მომტვრეული იყო და აშკარად ეტყობოდა, რომ ის უკანვე მიეწებებინათ, თუმცა ისე ცუდად, რომ აშკარად ეტყობოდა, რომ არასწორი კუთხით იყო მიდგმული.

ჩონჩხის მენჯი ისე იყო დაზიანებული, რომ მისი ფორმა დაკარგული იყო. შესაბამისად დაიკარგა ევოლუციის მაჩვენებელი უნიკალური ინფორმაცია.

მას შემდეგ, რაც ძვლების დაზიანების ფაქტი დადასტურდა, იაკობმა ყველაფერი უარყო და USA Today-ს განუცხადა, რომ ძვლები მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა დაზიანებულიყო, როდესაც იოგიაკარტადან ჯაკარტაში აბრუნებდნენ.

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა

დარჩენილი მასალები თავიდან დაამუშავეს და რარაც დასკვნების გაკეთება მაინც შესაძლებელია.

“ყველაფერი ორგანიზებულია და წესრიგშია და ჩვენ მზად ვარტ დავიწყოთ გათხრები” - აცხადებს პროფესორი რობერტსი - “უბრალოდ ჩვენ მშრალ სეზონს ველოდებით. ჯერ ერთი გამოქვაბულამდე წვიმიან სეზონში მისვლა ძალიან რთულია და მეორეც, წვიმების დროს გამოქვაბულის იატაკზე დიდი გუბეებია და გათხრები უაზროა”.

ექსპედიციის ხელმძღვანელ მაიკ მორვუდს (University of New England, Australia) იმედი აქვს, რომ კიდევ აღმოაჩენენ დამამტკიცებელ საბუტებს იმისა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ წარმოსახვითი Homo florensiesis მართლა არსებობდა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ადამიანის ევოლუციის საკითხში ახალ, დიდ ნაბიჯს გადადგამენ წინ.

“ამ აღმოჩენას შეუძლია მეცნიერებს აიძულოს გადახედონ ადამიანის ევოლუციას, დაადგინონ ახალი კავშირები ტვინის ზომასა და საქციელს შორის, აგრეთვე უარყოს თეორია ჰომინინების იზოლაციურად განვითარების შესახებ”.

“აგრეთვე დაგვაფიქრებს ჰომინიდების მხრიდან “კოლონიზაციის” შესაძლებლობაზე” - აცხადებს მაიკ მორვუდი

კოლონიზაციის იმიტომ, რომ ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხვდნენ ჰომინიდები კუნძულზე. ჯერჯერობით ფიქრობენ, რომ ისინი ისე განვითარებული არ იყვნენ, რომ სანაოსნო საშუალებები აეგოთ.

მაშ როგორ გადაადგილდებოდნენ ისინი კუნძულიდან კუნძულზე? ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი შეიძლებოდა ცუნამი ყოფილიყო. ცუნამის დროს ეს არსებები ეჭიდებოდნენ ხეებს, რომელთაც ტალღა გლეჯდა და ასე შეიძლება მათი სხვადასხვა კუნძულზე გამოჩენა ავხსნათ.კუნძჲლი ფლორესი (Flores)

კატეგორია: ახალი ამბები | დაამატა: rivendell (2008-09-30)
ნანახია: 830 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2025 |