“ჰობიტის” ძვლები არქეოლოგებმა მიიღეს ნებართვა, რომ გააგრძელონ გათხრები იმ გამოქავაბულში სადაც უძველესი ადამიანის ნარჩენები აღმოაჩინეს ეს გამოქვაბული მდებარეობს ინდონეზიაში და 2005 წელს ინდონეზიის მტავრობამ აკრძალა გათხრები, როდესაც წარმოიშვა დავა ძვლების გარშემო მაგრამ პროფესორმა რიჩარდ რობერტსმა (Richard Roberts), რომელიც აღმომჩენთა ჯგუფში იყო, განაცხადა BBC News-სთან საუბარში, რომ პოლიტიკური დაბრკოლებები გადალახულია და კვლევა გაგრძელდება ღოგორც იცით, “ჰობიტი” არის ჯონ ტოლკიენის (Lohn Tolkien) ფანტაზიის ნაყოფი. ალბათ გახსოვს დაბალი და ჩაფსკვნილი კაცუნები “ბეჭდების მბრძანებლიდან” (The Lord of Rings). მეცნიერები კი აცხადებენ, რომ როგორც ჩანს, ტოლკიენის ზღაპრები მთალად არარეალური არ ყოფილა. აღმოჩენილი ძვლები სწორედ “ჰობიტის” მსგავს ადამიანს ეკუთვნის თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ არაფერი უჩვეულო ამაში არ არის – ეს არის ჩვეულებრივი ადამიანის ძვლები, უბრალოდ ეს ადამიანი პატარა ტანის იყო და გონებრივად ჩამორჩენილი რომელიმე დაავადების გამო მაგრამ აღმოჩენილია მთელი და დაუზიანებელი თავი ქალა, რომელიც გადაწყვეტს ამ დავას – მართლაც აღმოაჩინეს თუ არა მეცნიერებმა ადამიანის ახალი, ე.წ. “ჰობიტი” “სახესვაობა” – Homo Florensiesis პოლიტიკური დაბრკოლება ღოგორც იცით, გათხრები რამდენიმე ხნით შეჩერებული იყო პოლიტიკური მიზეზებით “ჩვენ წელს დავბრუნდებით იქ (Liang Bua), იმ გამოქავაბულში, სადაც ვიპოვეთ ჰობიტები” – ამბობს პროფესორი რიჩარდსი (University of Wollongong in Australia) – “ჩვენ გავაგრძელებთ გათხრებს დაახლოებით წლის პირველი ნახევრის ბოლოს”. “ჰობიტის” აღმომჩენელი მეცნიერები მტკიცედ დგანან იმ აზრზე, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ძვლები ეკუთვნის ადამიანის სრულიად განსხვავებულ სახეობას, რომლებიც პატარა ზომისანი განვითარდნენ და იზლირებული იყვნენ შორეულ ინდონეზიურ კუნძულ ფლორესზე (Flores). ჩონჩხის ნაწილები აღმოაჩინა ინდონეზიელთა და ავსტრალიელ არქეოლოგთა ერთობლივმა ჯგუფმა ლიანგ ბუაში (Liang Bua), კირქვის გამოქვაბულში, კუნძულ ფლორესის უღრან ჯუნგლებში. mეცნიერებმა იპოვეს ერთი თითქმის სრული ჩონჩხი, რომელსაც პირობითად LB1 უწოდეს, აგრეთვე იპოვეს სულ მცირე 6 “ჰობიტის” ცალკეული ძვლები
|