სამშაბათი, 2025-07-22, 5:26 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია

სხვადასხვა [12]
სხვადასხვა
სპორტი [3]
სპორტი
პოლიტიკა [3]
პოლიტიკა
ეკონომიკა [3]
ეკონომიკა
ახალი ამბები [26]
ახალი ამბები
ეს საინტერესოა [31]
ეს საინტერესოა
იცოდით თუ არა რომ... [7]
იცოდით თუ არა რომ...

შესვლის ფორმა

მოგესალმები სტუმარი!

ძებნა

საიტის მეგობრები

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 120

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
PublisherPublisher
მთავარი » სტატიები » ახალი ამბები

ქილერის პორტრეტი
1918-1919 წლებში ე.წ. “ესპანური გრიპის” ვირუსმა 50 მილიონ ადამიანზე მეტი დახოცა. ამ ვირუსის უჩვეულო ვირულენტობა ათწლეულების მანძილზე საიდუმლოდ რჩებოდა მეცნიერთათვის. ამ ბოლო დროს ჩატარებულმა მთელმა რიგმა გამოკვლევებმა ნაწილობრივ მაინც შეუქმნეს წარმოდგენა მეცნიერებს ამ ვირუსის “ქცევის” შესახებ. როგორც მაიმუნებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, ადამიანები იმიტომ იღუპებოდნენ, რომ ვირუსი იჭრებოდა მათ იმუნურ სისტემაში და ანადგურებდა მათ. ძალიან საინტერესოა როგორ

ვირუსის მომაკვდინებელი ბუნების ამოხსნა დაიწყო 2005 წელს, როდესაც პათოლოგისტმა ჯეფრი ტაუბენბერგერმა (Jeffrey Taubenberger) ექსჰუმაცია გაუკეთა 1918-1919 წლებში ამ ვირუსით დაღუპულ ადამიანებს და ასე მოიპოვა ვირუსი ცდების ჩასატარებლად. ცდები მიმდინარეობდა Armed Forces Institute of Pathology in Washington, D.C -ში. თავდაპირველად ვირუსი შეუშვეს თაგვის ორგანიზმში. ერთწლიანი დაკვირვებების შემდეგ ტაუბენბერგერის გუნდმა ჯონ კეშისა (John Kash, University of Washington School of Medicine, Seattle) და მაიკლ კატზეს(Michael Katze, University of Washington School of Medicine, Seattle) მონაწილეობით დაასკვნეს, რომ ამ ვირუსის მსხვერპლი კვდებოდა იმიტომ, რომ მისი იმუნური სისტემა “გიჟდებოდა”. მეცნიერებმა გადაწყვიტეს შედეგების რეალობასთან მიახლოების მიზნით ცდები ჩაეტარებინათ იმ ცხოველებზე, რომლებიც “ენათესავებიან” ადამიანებს

მეცნიერებმა დააავადეს 7 მაკაკა. გამოვლენილი სიმპტომები ძალიან გავდა 1918-1919 წლებში აღწერილს. ვირუსმა მყისვე შეუტია ფილტვებს და მალე გაანადგურა კიდეც. მერვე დღეს ჩვეულებრივი ვირუსით დაავადებულმა მაკაკებმა გამოჯანმრთელება იწყეს, “ესპანური გრიპით” დაავადებულები კი ისე სუსტად იყვნენ, რომ მეცნიერები იძულებულები გახდნენ ისინი დაEზინებინათ და ეუთანაზიით დაესრულებინათ მათი ტანჯვა. მეცნიერების დასკვნით ვირუსი ააქტიურებდა ადამიანის დაფარულ გენებს, რომლებიც დაკავშირებული იყო იმუნურ სისტემასთან. ეს გენები აქტიურნი რჩებოდნენ დიდი ხნის მანძილზე, მაშინაც კი როდესაც სპეციალური ჰორმონების გამოყოფა მცირდებოდა ორგანიზმში. როგორც გაირკვა ვირუსის მოქმედებები აიძულებდა ორგანიზს გადაჭარბებულად ეპასუხა ვირუსის მოქმედებაზე, თუმცა ვირუსი არ აძლევდა გააქტიურების საშუალებას იმ გენებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პროტეინ ინტერფერონის გამოყოფაზე. ეს პროტეინი იცავს ორგანიზმს სწორედ ასეთი ვირუსული თავდასხმებისაგან.

“ამ ცდებმა აჩვენა, რომ 1918 წლის პანდემია გამოწვეული იყო სწორედ ამ ვირუსის გამო და არა ცუდი მკურნალობის ან მეორადი ბაქტერიული ინფექვიების გამო” - ამბობს არნოლდ მონტო (Arnold Monto of the University of Michigan, Ann Arbor). თუმცა ცდები, შეიძლება ითქვას ცოტა არარეალური იყო, რადგანაც მაკაკები დაავადეს ცხვირიდან, თვალიდან, ტრაქეადან და პირიდან, მაშინ როცა 1918 წელს ადამიანები მხოლოდ ცხვირიდან ავადდებოდნენ.

კატეგორია: ახალი ამბები | დაამატა: rivendell (2008-09-30)
ნანახია: 778 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2025 |