სამშაბათი, 2025-07-22, 12:31 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია

სხვადასხვა [12]
სხვადასხვა
სპორტი [3]
სპორტი
პოლიტიკა [3]
პოლიტიკა
ეკონომიკა [3]
ეკონომიკა
ახალი ამბები [26]
ახალი ამბები
ეს საინტერესოა [31]
ეს საინტერესოა
იცოდით თუ არა რომ... [7]
იცოდით თუ არა რომ...

შესვლის ფორმა

მოგესალმები სტუმარი!

ძებნა

საიტის მეგობრები

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 120

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
PublisherPublisher
მთავარი » სტატიები » ეს საინტერესოა

გაზეთის ყვითელი ფურცლები
უწმინდური” გოჭუნია დრუნჩა

ბრიტანელი მუსულმანები არ სწყალობენ ვინი–პუჰის საყვარელ მეგობარ გოჭუნია დრუნჩას. თურმე მაჰმადის მიმდევრებმა უეცრად აღმოაჩინეს, რომ მათი ახალშობილების თეთრეულსა და ტანსაცმელზე გამოსახულია. . . ღორი!. მართალია, მას მხარს უმშვენებენ სხვა “ღირსეული” ცხოველები – დათვი, ვირი, ვეფხვი და ა.შ., მაგრამ მუსულმანებს მაინც არ სურთ, რომ მათი შვილების ტანსაცმელზე “უწმინდური” ცხოველი ეხატოს და თავისი ბილწი იერით შეურაცხყოფდეს მომავალ მართლმორწმუნეთა სულებს. საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებლები და მაღაზიების მესვეურები აბეზარი კლიენტების მოგერიებას ჯერჯერობით ახერხებენ, მათ შეუვალი არგუმენტი აქვთ – გოჭუნია დრუნჩა მილნის უცნობილესი წიგნის განუყოფელი ნაწილია და მას ვერავინ დააშორებს მის საყვარელ მეგობრებს

ცნობილ ადამიანთა სავანე

ტოპმოდელი ნაომი კემპბელი მეზობელი გახდა იმ ცნობილი ადამიანებისა, რომლებიც მილიარდელ დონალდ ტრამპის კუთვნილ მდიდრულ ცათამბჯენში ბინადრობენ. მოდელმა 90–სართულიანი სახლის 35–ე სართულზე 3.8 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა ბინა, რომელსაც 2 საძინებელი აქვს. შეიძლება ითქვას სიძვირის გამო, ცათამბჯენში ერთიმეორეზე ცნობილი ადამიანები ცხოვრობენ. ნაომის კემპბელის მეზობლები იქნებიან იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი, MicroSoft–ის მფლობელი ბილ გეითსი. ამ უკანასკნელმა ცათამბჯენში 15.2 მილიონ ფირვანქად შეიძინა 3 000 კვადრატული მეტრი ფართობი.

ტრამპი კმაყოფილია კოშკის მაცხოვრებლებით და ამბობს, რომ მისი ცათამბჯენი ყველაზე წარმატებული კონდონიუმია, რომელიც ოდესმე აშენებულა

ფანტასტიკური სიურპრიზი

რამდენიმე წლის წინ აგვისტოში ინგლისის ქალაქ ჰემპშირში (Hempshire) დაიბადა გოგონა – მაია უილსონი, რომელმაც თავისი მოვლინებით გააბედნიერა და გააკვირვა უილსონების მთელი გვარი.

საქმე ის არის, რომ უილსონების დინასტიაში 101 წლის მანძილზე მხოლოდ ბიჭები იბადებოდნენ. მაიას მშობლებს, მარკსა და ნიკოლს უკვე ჰყავდათ ორი ბიჭუნა, ტყუპები ფინლი და ფრაიზერი, რომლებიც მაიაზე ორი წლით უფროსები არიან.

ნიკოლი იმდენად იყო დარწმუნებული, რომ ისევ ბიჭი გაჩნდებოდა, რომ ნაყოფის სქესის გამოსაკვლევი ექოსკოპიური გამოკვლევა არც ჩაუტარებია და მშობიარობის შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაშ არაფრით იჯერებდა ექიმების ამბავს, რომ მას გოგო შეეძინა.

მაიას წინამორბედი გოგონა უილსონების ოჯახში 1900 წელს გაჩნდა, მას ერქვა ჰელენ ლინდსი გეი. მას შემდეგ ამ საგვარეულო შტოს მხოლოდ მამაკაცები ავსებდნენ.

მარკს ძმამ, სტივენ უილსონმა, რომელსაც ასევე ორი ბიჭი ჰყავს, მაიას ამქვეყნად მოვლინებას ფანტასტიკური სიურპრიზი უწოდა.

კატეგორია: ეს საინტერესოა | დაამატა: rivendell (2008-09-30)
ნანახია: 1102 | რეიტინგი: 1.0/1 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2025 |