ხუთშაბათი, 2025-07-24, 7:46 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია

სხვადასხვა [12]
სხვადასხვა
სპორტი [3]
სპორტი
პოლიტიკა [3]
პოლიტიკა
ეკონომიკა [3]
ეკონომიკა
ახალი ამბები [26]
ახალი ამბები
ეს საინტერესოა [31]
ეს საინტერესოა
იცოდით თუ არა რომ... [7]
იცოდით თუ არა რომ...

შესვლის ფორმა

მოგესალმები სტუმარი!

ძებნა

საიტის მეგობრები

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 120

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
PublisherPublisher
მთავარი » სტატიები » ეს საინტერესოა

50 წელი მსოფლიო რეკორდებისათვის
როგორც ექიმები და ბიოლოგები ამტკიცებენ, კაცობრიობა მიუახლოვდა თავისი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარს და ნახევარი საუკუნის შემდეგ სპორტსმენები ვეღარ გააუმჯობესებენ ტავიანთ რეკორდებს. ასეთია დასკვნა იმ ფართომასშტაბიანი კვლევისა, რომელიც სპორტის ბიომედიცინისა და ეპიდემიოლოგიური ფრანგული ინსტიტუტის (IRMES) მეცნიერებმა ჩაატარეს. ამ კვლევის დროს მკვლევარებმა განიხილეს და დაამუშავეს 1896 წლიდან (ოლიპმიური თამაშები პირველად ჩატარდა) დღემდე დამყარებული 3260 მსოფლიო რეკორდი. ეს რეკორდები ძირითადად დამყარებული იყო სპორტის შემდეგ ოლიმპიურ სახეობებში: მძლეოსნობა, ცურვა, ველოსპორტი, ძალოსნობა, ფიგურებით სრიალი

მეცნიერებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ მეოცე საუკუნის 60–იანი წლებიდან მოყოლებული რეკორდების რიცხვმა მკვეთრად იკლო. მათი აზრით ეს არ არის დამოკიდებული ადამიანის ცხოვრების პირობებზე. ზემოთხსენებული ინსტიტუტის დირექტორის, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორის ჟან–ფრანსუა ტუსენის აზრით შეიძლება ჩაითვალოს, რომ მსოფლიო საზოგაოება მიუახლოვდა ფიზიკური და ბიოლოგიური ესაძლებლობების ლიმიტს. მეცნიერთა აზრით, რეკორდების მხრივ პერსპერქტივები მამაკაც სპორტსმენებს უფრო აქვთ, ვიდრე ქალებს. მკვლევართა აზრით შესაძლებელია კიდევ მრავალჯერ გაუმჯობესდეს 100 მეტრზე სირბილში რეკორდი, თუმცა იმავე ტუსენის აზრით 100 მეტრის 9 წამში გარბენა შეუძლებელია.

სწავლულთა გამოთვლებით, 2060 წლისათვის პრაქტიკულად შეწყდება მსოფლიო რეკორდების დამყარება. მათი გაუმჯობესება შესაძლებელი იქნება ნომინალური შედეგიდან მხოლოდ 1 ან 2 მეათასედით. ამიტომაც საჭირო გახდება გაზომვის უფრო წვრილი ერთეულების შემოღება რეკორდების დასაფიქსირებლად. მაგალითად ერთი მეათასედი წამი 100 მეტრიან სპრინტში და ერთი მეასედი წამი მარათონზე (42 175 მეტრი), ძალოსნობაშ გადამწყვეტი მნიშვნელობა კი გრამებს მიენიჭებათ. ჟან–ფრანსუა ტუსენის ა ზრით შეიძლება რომელიმე რეკორდის დამხობას მომავალშ 50 წელიც კი დასჭირდეს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სპორტის ამა თუ იმ სახეობაში რეკორდების დასამყარებლად არასახარბიელო მდგომარეობაა. მაგალითად, მედიკოსების აზრით სიმაღლეზე ხტომაში (რეკორდი 2.45 მეტრი) რეკორდის გაზრდა 2.60 მეტრამდეც კი არის შესაძლებელი, თუმცა ამავდროულად კვლევები გვიჩვენებს, რომ სპორტსმენთა საშუალო შედეგები არათუ იზრდება, არამედ კლებულობს. ეს იმას ნიშნავს, რომ სპორტის ამ და სხვა მსგავსი ტენდენციის მქონე სახეობაშ რეკორდის გაუმჯობესებას მხოლოდ ის ერთეული სპორტსმენები შეძლებენ, რომლებიც საკუთარი შედეგების ზრდის ტენდენცია აქვს და ამით განსხვავდება ძირითადი ჯგუფისგან.

რეკოდრების დასამყარებლად ყველაზე პერსპექტიული ს ახეობაა ჭოკით ხტომა ქალებს შორის, რადგანაც ეს უკანასკნელი შედარებით ახალგაზრდა დისციპლინაა. აქ მეცნიერთა გამოთვლებით შესაძლებლობების ზღვარი 5.50 მეტრია, როდესაც რეკორდი დღეისათვის 5.01 მეტრია, ე.ი. შესაძლებელია შედეგების 10%–იანი გაუმჯობესება, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი სპორტის სხვა სახეობებისათვის 3%–ს არ აღემატება.

ფრანგი მეცნიერების დასკვნით რეკორდების დასამყარებლად კაცობრიობას მხოლოდ 50 წელი დარჩა.

მე პირადად წაკითხული მაქვს ერთ–ერთ უცხოურ სამეცნიერო ჟურნალში, რომ ადამიანები საშუალოდ თავიანთი გენეტიკური კოდის მხოლოდ 10%–ს იყენებენ, ანუ ადამიანის გ ენომში დაცული ინფორმაციის მხოლოდ ერთ მეათედს, შესაბამისად კი ფიზიკური და გონებრივი სესაძლებლობების მხოლოდ 10%–ს.

თუმცა დანარჩენი 90%–ს გამოსაყენებლად (”გასააქტიურებლად”) ძალიან ბევრი ვარჯიშია საჭირო და პრაქტიკულად გენომის 100%–თ კი არა, თუნდაც 30–40%–ს გამოყენებაც კი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება.

კატეგორია: ეს საინტერესოა | დაამატა: rivendell (2008-09-30)
ნანახია: 746 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2025 |