მარკ ტვენი (ნამდვილი სახელი და გვარი – სემიუელ ლენგჰორნ კლემენსი; Mark Twain; Samuel Langhorne Clemens; 1835–1910) – ამერიკელი მწერალი * ყოველ ადამიანს აქვს მთვარესავით გაუნათებელი ერთი მხარე, რომელსაც არავის აჩვენებს * ხმაური არაფერს ამტკიცებს – ქათამი ისე კრიახობს თითქოს კვერცხი კი არა პატარა პლანეტა დაედოს * სიმართლე ჩვენი უძვირფასესი ქონებაა, უნდა გავუფრთხილდეთ * თავის გასამხნევებლად კარგი საშუალებაა სხვისი გამხნევება რალფ ოულდო ემერსონი (Ralph Waldo Emerson; 1803–1882) – ამერიკელი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი * ცხოვრებასთან მეტისმეტი სიახლოვე ხელოვნებისათვის მომაკვდინებელია * ერი არ მოკვდება თუ თავს არ მოიკლავს * მხატვარმა მთლიანად უნდა შესწიროს თავი ხელოვნებას, როგორც ფუტკარი თმობს სიცოცხლეს ნესტართან ე რთად * მიბაძვა დედანს ვერ აღემატება. მიმბაძველი განწირულია: უიმედო საშუალო დონეს თავს ვერ დააღწევს თეოდორ დოსტოევსკი (Fedor Dostoevsky; 1821–1881) – რუსი მწერალი * ყველაფერს რო ითხოვ და ყველაფრისგან ხელს იბან, ესაა ღორობა * სიმართლის სხივს ვერავითარი ნისლი ვერ გაუძლებს * ეგოისტები ჭირვეულნი და ლაჩარნი არიან, სძაგთ ყოველგვარი მოვალეობა * ხალხის უმაღლესი და დამახასიათებელი ნიშანია სამართლიანობის განცდა მარკუს ავრელიუსი (Marcus Aurelius Antoninus Augustus; 121–180) – რომის იმპერატორი * კეთილგანწყობილი, გულწრფელი და კარგი კაცი თვალებითაც იცნობა * უსამართლობა არ არის ყოველთვის მოქმედებასთან დაკავშირებული, ხშირად ის სწორედ უმოქმედობაში გამოიხატება * დაე ყოველი შენი საქმე ისეთი იყოს, აღსასრულის წინ ხალისით გაიხსენო * სულმოკლეობის უსაძაგლესი სახეა საკუთარი თავის შეცოდება
|