საკმაოდ სერიოზული გამოკითხვა ჩაატარეს ევროპულ სასტუმროებში. გამოკითხეს უმაღლესი კლასის სასტუმროების მომსახურე პერსონალი იმის გამოსავლენად, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან საუკეთესო ტურისტები 33 ქულით პირველზე გავიდნენ იაპონელები, 11 ქულით მეორეზე ამერიკელები 9 შვეიცარიელები 6 შვედები 5 გერმანელები და ჰოლანდიელები ტურისტების “სიკარგეში” ძირითადად ნაგულისხმევია რამდენად ხმაურიანები არიან, სვამენ თუ არა, მომსახურე პერსონალს ფულს რამდენად ჩუქნიან, რამდენად ზრდილობიანები არიან და ა.შ. ცუდი ტურისტებში პირველობა არავის დაუთმეს ფრანგებმა, რომელთაც -14 ქულა “მოაგროვეს” -9 ჩინელები -8 რუსები -7 ინგლისელები -5 თურქები
|