შეიქმნა ახალი საძიებო სისტემა Pipl (www.pipl.com), რომელიც მომხმარებლებს ადამიანის ძიებას სთავაზობს ე.წ. ”ღრმა ინტერნეტში” - რესურსებში, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო (ძირითადად უსაფრთხოების გამო) არ ინდექსირდება პოპულარული საძიებო სისტემების რობოტების მიერ. ინფორმაციის მოცულობის მიხედვით, იგი დაახლოებით 500-ჯერ აღემატება სხვა საძიებო სისტემების რობოტებისთვის ”ხელმისაწვდომ” ინტერნეტს. Pipl კი ძირითადად ზუსტად ამ დამალულ ინფორმაციას ამუშავებს და იყენებს ადამიანების ძიებისთვის. მას შეუძლია ამოიღოს მომხმარებლის პროფილის მონაცემები ფორუმებიდან და სხვადასხვა სერვისებიდან (მაგალითად, amazon.com-ისა და ICQ.com-ის გვერდებიდან), მრავალი მონაცემთა ბაზიდან, სოციალური ქსელებიდან, საიტებიდან, სადაც ინფორმაციის მისაღებად რეგისტრაციაა აუცილებელი და ა.შ. ახალი სისტემა არსებულთაგან ინტერფეისითაც განსხვავდება - პირველ გვერდზე ერთი საძიებო ველის ნაცვლად ხუთია წარმოდგენილი - სახელის, გვარის, ქალაქის, შტატისა და ქვეყნის მისათითებლად. რათქმაუნდა, ყველა მათგანის შევსება აუცილებელი არ არის, ძიება მხოლოდ ერთი პარამეტრის მითითებითაც კი შეიძლება განხორციელდეს. სავალდებულო ველი მხოლოდ ”გვარია”. სისტემა სულ რამოდენიმე დღეა რაც გაეშვა, ასერომ, ჯერჯერობით სრულყოფილად მუშაობამდე ბევრი აკლია. მაგალითად, მის ინდექსში არ არის Flickr-ის და კიდევ ზოგიერთი პოპულარული სოციალური ქსელის მონაცემები. მე თვითონ კაი ხანი ვერთობოდი ამ საძიებო სისტემაში დავტესტე (უფრო სწორად კაი ხანი გავერთე სხვადასხვა ნაცნობების ძიებით ) და ნაღდად ძლიერია. ვერ გეტყვით 500-ჯერ თუ აღემატება იგივე Google-ს, მაგრამ მართლაც რომ საინტერესოა ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა: თუ შესაძლებელია, რომ ასეთი ძლიერი საძიებო სისტემა შეიქმნას გვარ-სახელების საძებნად, რატომ არ შეიძლება ის ჩვეულებვრივ საძიებო სისტემად გადაკეთდეს? პასუხი: ჩემი აზრით იმიტომ, რომ “სუსტი” საძიებო სისტემები ისედაც ბევრს არასაჭირო საიტებს ყრიან ძებნის დროს, და ხომ წარმოგიდგენიათ ეს რამდენ სისულელეს ამოყრის. . .
|