ამ რამდენიმე ხნის წინ (დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებში, როგორც იტყობინება რუსული მედია) მოსკოვში რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს ხატწერის სკოლის 18 წლის სტუდენტი არტურ რინო (Артур Рино). მას ბრალად ედებოდა ეროვნებით სომეხი მოქალაქის მკვლელობა. არტურ რინომ პოლიციელებს მოუყვა თუ როგორ მოკლა ათეულობით ადამიანი თავის მეგობარ და ტანატოლ, რუსეთის ფიზკულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ პაველ სკაჩევსკისთან ერთად (Павел Скачевский). რინომ უამბო პოლიციელებს თუ როგორი სისასტიკით კლავდა ხალხს და “ასუფთავებდა” ქალაქს “არასასურველი ელემენტებისაგან”. თავდაპირველად მისი მონაყოლი ფანტასტიკურად ჟღერდა, თუმცა ინფორმციის გადამოწმების შემდეგ ფაქტები დადასტურდა. არტუნ რინო და პაველ სკაჩევსკი მას შემდეგ დააკავეს, რაც 17 აპრილს ღამით თავს დაესხნენ სომეხ მეწარმე კარენ აბრამიანს. ახალგაზრდებმა აბრამიანს 20 ჭრილობა მიაყენეს დანით და მიმალვას შეეცადნენ. თვითმხილველმა დაინახა და დაიმახსოვრა იმ ტრავმაის ნომერი, რომელშიც დამნაშავეები ჩასხდნენ და მაშინვე უამბო შემთხვევის ადგილზე მისულ მილიციას, რომელთაც მალე დაიჭირეს კიდეც სკინჰედები (მათ შესახებ სტატია მზადების პროცესშია). გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რინო დაწვრილებით მოყვა ყველა მკვლელობის შესახებ: როგორ იქცეოდა სიკვდილის წინ მსხვერპლი, სად და რამდენი ჭრილობა მიაყენა მას, რას აკეთებდა მისი თანამზრახველი ამ დროს და ა.შ. თუმცა სკაჩევსკი უარყოფს რინოსთან ერთად ჩადენილ დაახლოებით 20-მდე დანაშაულს, რომელიც რინოს თქმით მათ ერთად ჩაიდინეს. სკაჩევსკი აცხადებს, რომ არასოდეს არავის არ დასხმია თავს. სკინჰედებმა სასიკვდილო განაჩენი თავიანთ პირველ მსხვერპლს გამოუტანეს 2006 წლის 21 აგვისტოს. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს სხვა სკინჰედებმა აფეთქება მოაწყვეს ჩერქიზოვსკის ბაზარში (მოსკოვი), რომლის შედეგადაც დაიღუპა 11 და დასავდა 45 ადამიანი.