TIME-სგან. . . 9 200 000 სწორედ ამდენი გადაიხადეს ჩინელი მხატვრის ხუ ბეიჰონგის (Xu Beihong) 1939 წელს ზეთში შესრულებული ტილოსათვის Put Down Your Whip. ეს თანხა არის უდიდესი, რაც კი ოდესმე ჩინელი მხატვრის მიერ დახატული სურათისათვის გადაუხდიათ 190 000 000 მსოფლიოს წამყვანმა აუქციონებმა Christie-მ და Sotheby-მ სწორედ ამდენი დოლარი მიიღეს თანამედროვე აზიური ხელოვნების (Asian Contemporary art) ნიმუშების გაყიდვით. 2004 წელს ეს თანხა 22 მილიონ დოლარს შეადგენდა 125 სწორედ ამდენი იაპონელი ჟურნალისტი დაესწრო იაპონელი ბეისბოლისტის დაისუკე მაცუზაკას (Daisuke Matsuzaka) დებიუტს “ბოსტონ რედ სოქსის” (Boston Red Socks) შემადგენლობაში “კანზას სიტის” (Kansas City) წინააღმდეგ. “რედ სოქსის” ხელმძღვანელობამ რეკონსტრუქცია გაუკეთა პრესლოჟას, რათა იაპონელ ჟურნალისტებს კომფორტულად შეძლებოდათ იაპონელი სუპერვარსკვლავი პიტჩერის თამაშისათვის თვალ-ყურის მიდევნება. 10 სწორედ ამდენი ე.წ. Dice-K (დარტყვის სახეობა ბეისბოლში) შეასრულა დაისუკე მაცუზაკამ სადებიუტო მატჩში. MLB-ში (Major League Baseball) “ბოსტონ რედ სოქსის” საკლუბო რეკორდია 11 Dice-K სადებიუტო მატჩებისათვის 2 000 000 სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი ჰსიენ ლუუნგის (Lee Hsien Loong) სავარაუდო წლიური ხელფასი 2 000 000 დოლარია მას შემდეგ რაც მთავრობის გადაწყვეტილებით მას ჯამაგირი 60%-ით გაეზრდება 400 000 ესაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის წლიური ანაზღაურება 9 სწორედ ამდენი თვე გაატარა დევიდ ჰიკსმა (David Hicks) ავსტრალიის ციხეში, მას სემდეგ რაც გაუსამართლებლად გაატრა 5 წელი გუანტანამოს ბაზაზე ტერორისტებისათვის მატერიალური დახმარების გაწევის ბრალდებით 20 უკვე 20 წელია ამერიკელი ჯონ უოლკერ ლინდჰი (John Walker Lindh) სასჯელს იხდის ამერიკის ფედერალურ საპატიმროში თალიბანის არმიაში მსახურობისა და იარაღის გავრცელებისათვის. ლინდჰის ადვოკატები ყოველმხრივ ცდილობენ სასჯელი შეუმსუბუქონ მსჯავრდებულს.
|