სამშაბათი, 2025-07-22, 12:50 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია

სხვადასხვა [12]
სხვადასხვა
სპორტი [3]
სპორტი
პოლიტიკა [3]
პოლიტიკა
ეკონომიკა [3]
ეკონომიკა
ახალი ამბები [26]
ახალი ამბები
ეს საინტერესოა [31]
ეს საინტერესოა
იცოდით თუ არა რომ... [7]
იცოდით თუ არა რომ...

შესვლის ფორმა

მოგესალმები სტუმარი!

ძებნა

საიტის მეგობრები

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 120

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
PublisherPublisher
მთავარი » სტატიები » ეს საინტერესოა

მერი შერვაშიძე
მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული, კოკო შანელის ორიგინალი მოდელი

ალბათ ყველამ იცით გალაკტიონ ტაბიძის შესანიშნავი ლექსი “მერი”. დღესაც ბევრს აინტერესებს ამ ლექსის ისტორია, ბევრი მერის გალაკტიონის სატრფოდ მიიჩნევს, ბევრი მასში ქალის იდეალს ხედავს, ბევრი კი უბრალოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევს.

დღესდღეობით ითვლება, რომ მერის პროტოტიპი არის ვინმე მერი შერვაშიძე, რომლის შესახებაც ახლა დაგიწერთ.

სანამ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II საქართველოში ჩამოვიდოდა, ის იქამდეც იცნობდა რამდენიმე ქარველ ქალბატონს. როდესაც მან ნახა ქართველი ქალები ამოიძახა: “რა მშვენიერებაა” და დაამატა: “ასეთი სილამაზე მომაჯადოებელია!”, ეს ბოლო სიტყვები კი მერი შერვაშიძის მისამართით იყო გამოთქმული, რომელიც მალე იმპერატორის დედის საპატიო ფრეილინა გახდა. მერის მამა, გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე იყო აფხაზეთის მთავარი და აგრეთვე რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და ამიტომაც ისინი სანკტ-პეტერბურგში გადასახლდნენ.

პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ძირითადად ცხოვრობდა ქუთაისში. 1918 წელს მერის საქმრო გიგუშა ერისთავი, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზის მარჯვენა ხელი იყო, დაბრუნდა საქართველოში რატა ცოლად შეერთო მერი. 1921 წელს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობამდე დრეებიღა რჩებოდა, მერი სრულიად ლეგალურად ბათუმიდაც გემით გაემგზავრა საფრანეთს. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. სწორედ სტამბოლში გაიმართა მსოფლიო სილამაზის კონკურსი, რომელშიც მერიმაც მიიღო მონაწილეობა და მოიგო კიდეც.

მერი იყო მაღალი, არცთუ გამხდარი, შავი, მაყვლისფერი თვალებითა და წაბლისფერი თმებით. ამბობენ რომ არასოდეს იცინოდა, მხოლოდ იღიმებოდა. მას ჰყავდა მეგობრების ვიწრო წრე, მაგრამ ვინც მას იცნობდა, აფასებდა მისი თავმდაბლობისათვის, უბრალოებისა და დიდსულოვნებისათვის.

პარიზში მერი შერვაშიძე დასახლდა პრესტიჟულ მე-16 უბან Rue de La Tour-ში, ბულონის (Boulogne) ტყესთან ახლოს. თავდაპირველად მერის ოჯახს ცოტა გაუჭირდა. მერის დედა, ნინო მხეიძე და მერის ტყუპი დები ელენე და თამარი მერისთან ერთად ცხოვრობდნენ. ნინომ მალე იპოვა სამუშაო კარგად ცნობილ სამკერვალო სახელოსნოში. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მოახერხეს საკუთარი სახელოსნოს გახსნა. სწორედ ამ დროს ხდება მერი კოკო შანელის (Coco Chanel) მოდელი. ამ საქმეში გაწაფულმა პარიზელებმა განსაკუთრებულად აღიქვეს მისი ჩაცმის სტილი და საკუთარი სილამაზის მისეული გადმოცემის ხერხი. ცნობილი მხატვრის საველი სორინის (Saveli Sorin) მიერ დახატული მერის პორტრეტი ამთამად მონაკოს პრინცის სასახლეში ჰკიდია, მიუხედავა იმისა რომ მხატვრამა პორტრეტი საქართველოს უსახსოვრა.

1935 წელს წელს გალაკტიონ ტაბიძემ სრულიად შემთხვევით ნახა მერი პარიზში. მერი ლუვრის წინ იჯდა და თავის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზად გამოიყურებოდა (არსებობს ვერსია, რომ სწორედ ამის სემდეგ მიუძღვნა გალაკტიონმა მას ლექსები).

გიგუშა ერისტავი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ისე რომ შვილი არ ჰყოლია. მერიმ ტავისი დის შვილები კონსტანტინე და ნინო აღზარდა.

მერი გარდაიცვალა მოხუცებულტა თავშესაფარში 97 წლის ასაკში. სიცოცხლის უკანასკნელ დრემდე ინარჩუნებდა სილამაზეს, მშვენიერებასა და უბრალოებას

—————————————————————-

სხვა ისტორიები

გალაკტიონმა მერი პირველად ქუთაისში ნახა ქუჩაში მიმავალი და ძალიან მოეწონა პირველივე დანახვისთანავე. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მერის ფოტო ნახა ადგილობრივ გაზეთში. მერი მშობლებთან ერთად იყო. სწორედ ამ სურათიდან გაიგო პოეტმა მერის ვინაობა. მერი შერვაშიძე “უბრალო” ქალი არ გახლდათ,. როგორც მოგეხსენებათ, შერვაშიზე არისტოკრატიული გვარი იყო. საერთოდ მაღალი წრის ქალბატონისთვის არც არაფრით ყოფილა საინტერესო “ეული”პოეტი. როგორც თავად მერი შერვაშიძე ამბობდა, მან მხოლოდ წლების შემდეგ შეიტყო რომ გალაკტიონის იდეალური ლექსები მას ეკუთნოდა…ამ თემაზე მერი არასდროს არაფერს ამბობდა, შესაძლოა იმიტომ რომ იგი მეტის მეტად თავმდაბალი ადამიანი იყო, ან იქნებ იმიტომ , რომ , მას უბრალოდ არააფერი ქონდა სათქმელი…
ქუთაისიდან მერი შერვაშიძე საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა,იქ კი დედოფლის ფრეილინა და რუსეთის უმაღლეს წრეებში მიღებული ქალბატონი გახდა…პეტერბურგში მანიმპერატორთან დაახლოებული პირი, ადიუტანტი გიგუშა ერისთავი გაიცნოდა ცოლად გაჰყვა მას.მერი შერვაშიძის უახლოესი მეგობარი დამეჯვარა ბაბო დადიანი , ამბობდა, რომ ახალგაზრდა პოეტს თვალი მოკრა სიონის ეზოში.
შემდაგ მერი შერვაშიზე სტამბულში გადავიდა ,იქ მან სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობადა საყოველთაო აღტაცება დააიმსახურა. სტამბულიდან მერი შერვაშიძე მეუღლესთან ერთად პარიზში გაემგზავრა. მალე მერის მეუღლე გარდაეცვალა და მარტო დარჩა. შვილები არ ჰყოლია.მერიმ პარიზშიც მალე მოახერხა მარალი საზოგადოების გულის მოგება და კოკო შანელის მოდელიც გახდა.
ხანდაზმული მერი პარიზში ლატურის ქუჩაზე სრულიად მარტო ცხოვრობდა.იშვიათად ეკონტაქტებოდა ქართველ ემიგრანტებს, იშვიათად ქართულ ეკლესიაშიც შეივლიდა ხოლმე. ზოგიერთს დღესაც ახსოვს ხანშისესული ლამაზი ქალბატონი,რომელსაც ხელში ყოველთვის იები ეჭირა.
მერი შერვაშიძემ სიცოცხლის ბოლო წლები, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა.ეს არ იყო მიუსაფართა სახლი,მშვენიერ ქალბატონს იქ მოახლეც კი ყავდა.ხოლო საკუთარ ბინაში ლატურის ქუჩაზე,მეგობრებთან ერთად მიდიოდა დრო და დრო და სიამოვნებით თამაშობდა ბანქოს..როგორც მერის უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იხსენებდა, მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო ნაცნობ თუ უცნობ თაყვანისმცემელთა მიერ გამოგზავნილი ყვავილები.
ღრმად მოხუცებული მერი შერვაშიძე პარიზში გარდაიცვალა.თუმცა ბაბო დადიანის თხოვნით მას პანაშვიდი კათოლიკოს პატრიარქმა, უმინდესმა დაუნეტარესმა ილია II -მ საქართველოში გადაუხადა.
აი ასე იცხოვრა ამ მშევნიერმა ქალბატონმა, გალაკტიონის მუზამ…

თვითონ გალაკტიონი მერის შესახებ: “მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი “მერი”, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვ ის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით თვითეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელოიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი.. ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!”

——————————-

ბარემ ლექსსაც გადაავლეთ თვალი. . .

მერი (1915)

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი…
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა…
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა…
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

კატეგორია: ეს საინტერესოა | დაამატა: rivendell (2008-09-30)
ნანახია: 3186 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 3.7/3 |
სულ კომენტარი: 2
2 what is priligy tablets  
0
However, there are good prostaglandins in our bodies and our pet s bodies that actually help protect us; an example is Prostaglandin E, which helps prevent our stomach from developing ulcers <a href=https://enhanceyourlife.mom/>viagra priligy</a> More research is needed on adverse events of home use of activated charcoal

1 Teimuraz Chanturishvili  
0
ary
Galaktion Tabidze

Translation Teimuraz Chanturishvili

Your wedding was then, Mary, that sad night!
Then the dying look of your eyes, Mary, dear,
The flashing colors of the beautiful sky
Was just as sad, as the rainy fall of the year.
Collection of the candles, outburst and bright
Was trembling and so trembling – burning down,
But more than trembling candles, there was your sight,
So pensive looking, to some mystery bowed.
The dome was burning of the church, its flank!
And soft perfume of roses whirled in the air,

But it’s incurable, it’s of different rank
Tired waiting women's ardent, passionate prayer.
I heard, took in your reckless, mad gone vow...
And Mary, dear! Did really I face it?
I know the torture, yes, but I don't know
What was it then, the wedding or the grief?
Next to big stones there someone bitterly moaned
And lost the precious stones in gusts of wind,
Orphanhood was there, pity also was,
But obviously, no holiday was it.
I left the church and then my rapid steps
Took me somewhere, it was so hard to see,
The gusty wind through empty streets so raged,
And it rained on, rained on and did not cease.
I wrapped myself in my nabadi* up,
Surrendering to the uninterrupted thought,
And nearby to your house - your house was that,
Leaned ‘gainst some wall, exhausted, for support.
For a long time I stood there seized with grief,
And poplars – black and high – in front of me
Were rustling with their obscure, dark voiced leaves,
Of the flying eagle’s resembling rapid wings.
A poplar’s branch was rustling, lone and sad,
Who knows it Mary, what about, who knows,
The fortune, which had turned on me its back,
Was flying along with the wind, as the dust of snow.
I said – a dawning unexpected beam
Has died out why, and to whom do I pray?
And why has started rustling my old dream
As an eagle’s wings, which had him rushed away?
Or why did look I smiling, at the sky,
Or why did try to catch the glittering beam,
Or why did sing I “Mounts of Gouria,”** why,
Or who did listen to my verse “Night and Me”**?
The frequent drops of rain, the gusty wind
Came heavily dropping, and my heart dropped too,
And I began to cry then, as King Lear,
The Lear, whom all dishonestly forsook.

*Caucasian long woolen cape
**his poems

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2025 |