ოთხშაბათი, 2025-07-23, 8:39 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია

სხვადასხვა [12]
სხვადასხვა
სპორტი [3]
სპორტი
პოლიტიკა [3]
პოლიტიკა
ეკონომიკა [3]
ეკონომიკა
ახალი ამბები [26]
ახალი ამბები
ეს საინტერესოა [31]
ეს საინტერესოა
იცოდით თუ არა რომ... [7]
იცოდით თუ არა რომ...

შესვლის ფორმა

მოგესალმები სტუმარი!

ძებნა

საიტის მეგობრები

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 120

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
PublisherPublisher
მთავარი » სტატიები » ეს საინტერესოა

კავკასიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა
ამასწინათ The Economist-ს ვკითხულობდი. კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები იყო განხილული. აგრეთვე კავკასიის რეგიონის მნიშვნელობა ევროპის ენერგეტიკული ბაზრისათვის.

ავტორი ამტკიცებდა, რომ კავკასიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა აზერბაიჯანია. ძნელია არ დ აეთანხმო, ეს ქვეყანა ხომ ევროპისათვის მნიშნელოვან ნავთობისა და გაზის რეზერვებს ფლობს. ჩვენ მხოლოდ იმით შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ, რომ ამ ნავთობისა და გაზის ევროპამდე მისვლის ერტადერთი გზა ჯერჯერობით საქართველოზე გადის

გთავაზობთ ორიოდ სიახლეს, რომელიც ასე თუ ისე ამტიკიცებს აზერბაიჯანის მომგებიან პოზიციას ენერგეტიკული თვალსაზრისით

ამერიკა და აზერბაიჯანი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან.

გვიან საღამოს ვაშინგტონში ამერიკის სახელმწოფო მდივნისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა შედგა.

მხარეებმა კასპიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ორმხრივი შეთანხმებით, ევროპაში აზერბაიჯანული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტი მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, რასაც ახალი გაზსადენების ამოქმედება შეუწყობს ხელს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ახალი სატრანზიტო მარშრუტები ევროპის ბაზარზე „გაზპრომის” მონოპოლიას შეასუსტებს, რაც არამხოლოდ კასპიის რეგიონის, არამედ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტი გახდება.

——————————————————————————————-

აზერბაიჯანი ევროკავშირს ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობას სთავაზობს

ზერბაიჯანი ევროკავშირს ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობას, რუსეთის გვერდის ავლით, სთავაზობს. ამის შესახებ „ნეზავისიმაია გაზეტა” დღევანდელ ნომერში იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს ბუნებრივი აირის შეძენა არა „გაზპრომის”, არამედ თურქმენეთისგან შესთავაზა.

თუ ბრიუსელი აზერბაიჯანის ინიციატივას დააკმაყოფილებს, თურქმენული გაზი ევროპაში ბაქო - თბილისი - ერზრუმის გაზსადენით შევა.

აზერბაიჯანული ინიციატივის შესახებ მოსკოვს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, „გაზპრომის” წარმომადგენელთა მტკიცებით კი, კომპანიას თურქმენული გაზი 25 წლის ვადით აქვს შეძენილი

კატეგორია: ეს საინტერესოა | დაამატა: rivendell (2008-09-30)
ნანახია: 725 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2025 |