სოციალური ქსელის MySpace გვერდებზე გამოჩნდა ტროანული პროგრამა, რომელიც საკრავ Apple QuickTime-ის საშუალებით ვრცელდება. ამ საკრავში არსებული ხვრელის წყალობით ბოროტმოქმედს შეუძლია მომხმარებლის მხარეს ჩატვირთოს და შეასრულოს JavaScript-კოდი.ტროანული პროგრამის კოდი, რომლის ფუნქციაც მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გადაგზავნა იყო, ერთ-ერთი ფრანგული ჯგუფის წევრის სახელით განათავსეს. გვერდში განთავსებული ვიდეო რთავდა საკრავს QuickTime; იგი ახდენდა მცირე JavaScript-კოდის შესრულებას, რომელიც, თავის მხრივ, ტვირთავდა ტროანული კოდის შემცველ ფაილს დომენიდან profileawareness.com. სწორედ ამ დომენზევე იგზავნებოდა შეგროვებული მონაცემებიც. ამ ტროიანის იდენტიფიცირებას მხოლოდ McAfee VirusScan ახერხებს. მან ვიდეო-ფაილში tys4.mov ჩადებული პროგრამა ამოიცნო, როგორც JS/SpaceTalk Trojan.
|