ამერიკელი მეცნიერების შეფასებით გასული ზამთარი, პლანეტის ჩრდილო ნახევარსფეროში 1880 წლიდან, მას შემდეგ რაც მეტეო-დაკვირვებები დაიწყო, ყველაზე თბილი იყო. ამერიკის კლიმატის კვლევის სააგენტოს მონაცემებით, საშუალო ტემპერატურა ხმელეთსა და ზღვაზე ნახევარ გრადუსზე მეტით გაიზარდა. ამ ფაქტს ექსპერტები წყნარი ოკეანის რეგიონის ზოგიერთ ნაწილში დათბობას უკავშირებენ. მეტეორლოგები აცხადებენ, რომ 2007 წელი ყველაზე ცხელი იქნება. ამერიკელი მეცნიერები ტემპერატურის მატებას გლობალური დათბობის დასტურად არ მიიჩნევენ.სხვაგვარად ფიქრობენ კლიმატის ცვლილების შემსწავლელი სამთავრობოთაშორისო კომისიის წევრები. მათი აზრით, უჩველოდ თბილი ზამთარი ადამიანის საქმიანობითა და ატმოსფეროში გამონაბოლქვი აირის სიჭარბით არის გამოწვეული.
|