სამშაბათი, 2025-07-22, 12:51 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია

სხვადასხვა [12]
სხვადასხვა
სპორტი [3]
სპორტი
პოლიტიკა [3]
პოლიტიკა
ეკონომიკა [3]
ეკონომიკა
ახალი ამბები [26]
ახალი ამბები
ეს საინტერესოა [31]
ეს საინტერესოა
იცოდით თუ არა რომ... [7]
იცოდით თუ არა რომ...

შესვლის ფორმა

მოგესალმები სტუმარი!

ძებნა

საიტის მეგობრები

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 120

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
PublisherPublisher
მთავარი » სტატიები » ეს საინტერესოა

გენიალური აზრები სიყვარულზე
გთავაზობთ გამოჩენილი ადამიანების აზრებს სიყვარულზე. გენიალური აზრები ამით არ ამოიწურება და აუცილებლად გაგრძელდება მეგობრობაზე, ქალებზე, ერთგულებაზე. . .

ჩემი სურვილია ყველა აზრი წაიკითხოთ, ჩემი რჩევაა ყველას არ დაუჯეროთ

ალექსანდრე დიუმა შვილი

ადამიანებმა შემაკეს სიყვარული სიმორცხვით, პოეზიით, თავგანწირვით, მაგრამ მათვე შეიტანეს მასში ისეთი რამ, რაც ცხოველებსაც არ შეუძლიათ: მეტისმეტობა, ღალატი, გარყვნილება და მლიქვნელობა

ბლეზ პასკალი

ადამიანს უყვარს არა საჭიროებისათვის, არამედ ბედნიერებისათვის

ჩარლზ დიკენსი

ადამიანურ სისუსტეებს შორის ყველაზე საინტერესო და საპატიებელი სიყვარულია

ანატოლ ფრანსი

ადამიანში ჩანეგილია მარადი, ამამაღლებელი მოთხოვნილება

ანტონ ჩეხოვი

ალბათ, როცა შეყვარებულები ვართ, ეს არის ადამიანის ნორმალური მდგომარეობა, შეყვარებულობა მიგვითითებს, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი

ფრანსუა დე ლაროშფუკო

არსებობს იმნაირი სიყვარული, რომელის უზენაესი გამოვლინება ადგილს აღარ უტოვებს ეჭვიანობას

ფრანსუა დე ლაროშფუკო

არსებობს სიყვარულისგან განკურნების ათასგვარი საშუალება, მაგრამ არცერთი სანდო არ არის

ოსკარ უაილდი

არაფერი არ აზიანებს სასიყვარულო კავშირს ისე, როგორც იუმორის გრძნობა ქალში და უმისობა მამაკაცში

შარლ დიუკლო

ახალგაზრდა ადამიანს რომ სიყავრულის გამო უსაყვედურო, იგივეა, რაც დაავადებულ ადამიანს - ავადმყოფობის გამო

ფრანსუა დე ლაროშფუკო

ამ ქვეყნად ბევრია ისეთი ქალი, ერთხელაც რომ არ განუცდია მამაკაცის ალერსი და ძალზე ცოტა ისეთი, მხოლოდ ერთი მამაკაცის სიყვრაულს რომ დასჯერებოდეს

ჯოზეფ ედისონი

ანგარიშიან და უგულო მატყუარას უფრო შეუძლია ქალის დარწმუნება სიყვარულში, ვიდრე სიყვარულის გრძნობით სავსე ადამიანს

ბესარიონ ბელინსკი

დანაშაული არ არის, რამდენჯერმე გიყვარდეს

გიოარსი

დამოუკიდებლობის მოყვარე დაუმორცილებელი ქალები იშვიათად არიან შეყვარებულნი

თეოდორ ვან გერენი

გიყვარს არა ის, ვისთანაც წვები, არამედ ის - ვისთანაც იღვიძებ

ფრენსის ბეკონი

გიყვარდეს და ბრძენი იყო, ეს შეუძლებელია

არისტოტელე

გიყვარდეს - ეს ნიშნავს, რასაც სიკეთედ თვლი, გინდოდეს სხვისთვის, ვინც გიყვარს იმისთვის

ჰაინრიხ ჰაინე

სიყვარული არის ტკბილი ტკივილი გულში

მარკუს ტულიუს ციცერონი

ვერ შეიყვარებ იმას, ვისიც გეშინია, ვერც იმას - ვისაც შენი ეშინია

ალექსანდრე პუშკინი

ვისაც ერთხელ არ უყვარდა, მას აღარ შეუყვარდება

ფრანსუა დე ლაროშფუკო

თავს იტყუებს ის, ვისაც ჰგონია, რომ თითქოს მხოლოდ იმიტომ უყვარს საყვარელი ქალი, რომ იმას, თავის მხრივ, უყვარს იგი

კატეგორია: ეს საინტერესოა | დაამატა: rivendell (2008-09-30)
ნანახია: 2654 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 4.7/6 |
სულ კომენტარი: 1
1 niniko  
0
არაფერი არ აზიანებს სასიყვარულო კავშირს ისე, როგორც იუმორის გრძნობა ქალში და უმისობა მამაკაცში === namdvilad masea :)

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2025 |