სამშაბათი, 2025-07-22, 12:25 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია

სხვადასხვა [12]
სხვადასხვა
სპორტი [3]
სპორტი
პოლიტიკა [3]
პოლიტიკა
ეკონომიკა [3]
ეკონომიკა
ახალი ამბები [26]
ახალი ამბები
ეს საინტერესოა [31]
ეს საინტერესოა
იცოდით თუ არა რომ... [7]
იცოდით თუ არა რომ...

შესვლის ფორმა

მოგესალმები სტუმარი!

ძებნა

საიტის მეგობრები

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 120

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
PublisherPublisher
მთავარი » სტატიები » ეს საინტერესოა

მომხიბლავი ღიმილის საიდუმლო
კბილის პასტას, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ატრიბუტს წარმოადგენს, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. როგორც ჩანს, პირის ღრუს სისუფთავეს უძველესი ადამიანებიც სათანადო ყურადღებას ანიჭებდნენ

ქრისტეშობამდე დაახლოებით 5 000 - 3 000 წლით ადრე ეგვიპტელებმა გამოიგონეს თამამედროვე კბილის პასტის წინამორბედი, რომელიც თავდაპირველად ფხვნილი იყო და ამ ფხვნილის შემადგენლობაში შედიოდა დაფქული ხარის ჩლიქები. მას შემდეგ რაც გაგაამუშავებდნენ ხარის ჩლიქებს, ამას ამატებდნენ მურს, დამწვარ და გაფხვიერებულ კვერცხის ნაჭუჭსა და პემზის ქვას. კბილის ჯაგირისის არარსებობის გამო, ხალხი ამ ფხვნილს თითზე იყრიდა და კბილებში შეიზელდა. ერთგვარი ჯოხი, რომელიც ჯაგრისის მაგივრობას სწევდა, მხოლოდ მდიდარი და დიდგვაროვანი ადამიანების ფუფუნების საგანს წარმოადგენდა.

ცნობილია, რომ ძველი რომაელი არისტოკრატები სპეციალურად კბილების გასაწმენდად მსახურებსაც კი ქირაობდნენ. ევროპაში კბილის ფხვნილი პირველად ბრიტანეთში, XVII საუკუნის ბოლოს გაჩნდა.

1873 წელს ნიუ-იორკელმა აფთიაქარმა - ქოლგეითმა გამოუშვა ფხვნილი-პასტა. კაცობრიობის პირის ღრუსათვის ესოდენ მნიშვნელოვან წამოწყებას ტავიდან წარმატება არ მოჰყოლია. აფთიაქარი ქოლგეითი კბილის პასტას შუშის ქილებში ათავსებდა, რაც ყოველდღიური მოხმარებისათვის მოუხერხებელი იყო - ქილები ხშირად იმტვრეოდა და ზარალთან ერთად ადამიანებიც ხელს იჭრიდნენ.

შუშის ქილის მოუხერხებელი სათავსი განსაკუთრებული პრობლემა არა მარტო ქოლგეითის, არამედ ნიუ-ლონდონელ ფარმაცევტ ვაშინგტონ შეფილდისთვისაც. საფრანგეთში მყოფი სტუდენტი შვილისგან შეფილდს გაგებული ჰქონდა, რომ მხატვრები საღებავებს მილის მსგავს სათავსებშჳ ინახავდნენ. შეფილდმა იფიქრა, რომ მათში თუ სარებავი ინახებოდა, კბილის პასტაც მშვენივრად შეინახებოდა. ამ იდეამ ფარმაცევტი იმდენად გაიტაცა, რომ ექიმის პრაქტიკაც კი მიატოვა და მთლიანად შეუდგა კბილის პასტისათვის შესაფერისი სათავსის წარმოებას. მაგრამ შეფილდი ცუდი ბიზნესმენი გამოდგა და მან თავის გამოგონებაზე პატენტი ვერ აიღო, რაც საბოლოოდ ქოლგეითმა მოახერხა.

1896 წელს ქოლგეითმა დაიწყო ტუბებში მოთავსებული კბილის პასტის ტავისებული ტექნოლოგიით წარმოება, რამაც ამერიკასა და ევროპაში დიდი აღიარება მოიპოვა. იმ დროიდან მოყოლებული ადამიანებმა კბილების გაწმენდა უფრო ხშირად დაიწყეს. გაჩნდა კბილის პასტის ოცზე მეტი სახეობა. დღეისატვის მათგან ყველაზე პოპულარულია კარიესის საწინააღმდეგო კბილის პასტები, პოპულარობით მეორე ადგილზეა კბილის პასტები, რომელიბიც უზრუნველყოფენ კბილის კომპლექსური დაცვას, ამ უკანასკნელს სულ მცირედით ჩამორჩება გამათეთრებელი პასტები.

ადამიანების უმრავლესობისატვის დამახასიატებელია მთელი ცხოვრების განმავლობაში რაღაცის გროვება. გამოირკვა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდი მონდომებით აგროვებენ კბილის პასტის ტუბებს. ასეთ კოლექციონერებს ტუბოტელისტები ეწოდებათ. ევროპის ქვეყნებში საკმაოდ მოდუია განსაკუთრებით ისეთი ტუბების შეგროვება, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისს განეკუთვნებიან.

თუმცა არსებობს თანამედროვე უნიკალური ეგზემპლარებიც. მაგალითად, კომპანია AquaFresh-მა გამოუშვა კბილის პასტის ისეთი პარტია, რომლიეს ტუბსაც ეწერა არა “Tooth Paste”, არამედ შეცდომით “Toth Paste”. ერთი “o”-ს გამორჩენამ ტუბები უნიკალურად აქცია, რის გამოც კბილის პასტის ამ პარტიის თითოეული ტუბის ფასმა აუქციონებზე 2 000 $ შეადგინა.

კატეგორია: ეს საინტერესოა | დაამატა: rivendell (2008-09-30)
ნანახია: 1054 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2025 |