სამშაბათი, 2025-07-22, 4:40 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია

სხვადასხვა [12]
სხვადასხვა
სპორტი [3]
სპორტი
პოლიტიკა [3]
პოლიტიკა
ეკონომიკა [3]
ეკონომიკა
ახალი ამბები [26]
ახალი ამბები
ეს საინტერესოა [31]
ეს საინტერესოა
იცოდით თუ არა რომ... [7]
იცოდით თუ არა რომ...

შესვლის ფორმა

მოგესალმები სტუმარი!

ძებნა

საიტის მეგობრები

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 120

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
PublisherPublisher
მთავარი » სტატიები » იცოდით თუ არა რომ...

იცოდით თუ არა რომ. . .
1. 1948 წლის 5-6 ოქტომბერს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადთან მოხდა უძლიერესი მიწისრძვრა, 9 ბალიანი, რომელმაც მთელი ქალაქი დაანგრია. ამ კატასტროფის შესახებ არ გაუგია არც საბჭოთა კავშირის მოსახლეობას და არც დანარჩენ მსოფლიოს.

2. ჰონკ-კონგში, ჯეკი ჩანის სახლის წინ დაიწყეს ახალი 20 სართულიანი სახლის მშენებლობა. მაგრამ რადგანაც ეს ახალი მაღალსართულიანი შენობა ჯეკი ჩანის სახლამდე მთიდან მონაბერ ნიავს, რომელსაც კეთილი სულები მოაქვს, გზას გადაუღობავდა, ინჟინრებმა გადაწყვიტეს ამ შენობისათვის შუაში დიდი ხვრელი გაკეთებინათ: 10 მეტრი სიგანისა და 15 მეტრი სიმაღლის, რათა სულებს უპრობლემობ მიეღწიათ მცნობილი მსახიობის სახლამდე.

3. XX საუკუნის პირველ მეოთხედში თანამედროვეობის 7 საოცრებად თვლიდნენ შემდეგს: უმავთულო ტელეგრაფი, ტელეფონი, აეროპლანი, რადიუმი, ანტიტოქსინი, სპექტრალური ანალიზი, რენტგენის სხივები

4. ამბობენ, რომ კუნძულ ახალი გვინეის (მდებარეობს ავსტრალიის ჩრდილოეთით და კუნძულის დასავლეთი ნაწილი ინდონეზიას ეკუთვნის, აღმოსავლეთი კი დამოუკიდებელი სახელმწიფოა - პაპუა ახალი გვინეა) მაცხოვრებლებს არასოდეს ტკივათ კბილები.

5. ირანის ქალაქ თავრიზში არსებობს “სურნელოვანი” მეჩეთი. მისი აგების დროს, მშენებლებმა დუღაბში მუშკის სანელებელი შეურიეს. მეჩეთი 700 წლის წინ არის აგებული და დღესაც ასდის მუშკის სუნი.

6. ტიბეტში მასპინძელი სტუმარს აუცილებლად მიართმევს ხოლმე ადგილობრივი წესებით დამზადებულ ჩაის. ჩაის ფოთლები შეზავებულია მარილითა და ცხიმით. სტუმრისადმი განსაკუთრებულ პატივისცემად ითველბა, თუ მასპინძელი თავისი ხელით ჩაახლის ჩაიში ქათმის უმ კვერცხს.

7. მაიას ტომის (ცხოვრობდნენ დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე, იუკატანის ნახევარკუნძულზე) დიდი ქვის კალენდარი გათვლილია 400 000 000 წელზე.

8. ამბობენ, რომ ონორე დე ბალზაკი იმსხვერპლა 15 000 ჭიქა ძალიან მაგარმა ყავამ.

9. ადამიანის სისხლძარღვები რომ გავჭიმოთ, დედამიწას 2.5-ჯერ შემოსწვდება

10. ტაილანდიდან აკრძალულია ბუდას ქანდაკებების ექსპორტი

11. ჯანმრთელ ადამიანს დასაძინებლად 7 წუთი ესაჭიროება

12. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ირჩევენ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ (შემდეგი არჩევნები 2008 წელსაა) ნოემბრის პირველი ორშაბათის მომდევნო სამშაბათს

კატეგორია: იცოდით თუ არა რომ... | დაამატა: rivendell (2008-10-01)
ნანახია: 1277 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2025 |